ლატვიის ქალაქი ვალმიერა 2005 წელს დაბადებულთა ევრიპის ლიგის სუპერფინალს მასპინძლობს, რომელშიც კონტინენტის საუკთესო 10 გუნდს შორის ჩვენებური “საქართელო 2005” ასპარეზობს. ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა სუპრფინალში თამაშის უფლება რეგულარულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებით დაიმსახურა. ქართულმა გუნდმა 15 მატჩიდან 12 მოიგო და სუპერფინალის საგზური მოიპოვა.
ლატვიაში შერმდეგი 10 გუნდი შეიკრიბა: ვალმიერა, DSN (ორივე ლატვია), ცსკა, ტრინტა (რუსეთი), ჟალგირისი, რიტერიაი, დრაკონაი (ლიეტუვა), ოქსიგენი (იტალია), ლონდონი (ინგლისი) და საქართველო 2005. გათამაშების ფორმატის თანახმად, აღმოსავლეთ და დასავლეთ დივიზიონების გამარჯვებულ ცსკა-ს და დრაკონაის ნახევარფინალში ადგილი დაბევებული ჰქონდათ, დანარჩენი 8 გუნდი კი ერთმანეთში დაწყვილდა და 2 რაუნდის შემდეგ 2 საუკეთესო გამოავლინა, რომლებიც ცსკა-ს და დრაკონაის ნახევარფინალში შეუერთდნენ. 18 მაისს სწორედ საწყისი 2 რაუნდის მატჩები გაიმართა და სამწუხაროდ, ჩვენებურმა გუნდმა წარუმატებლად იასპარეზა.
საქართველო 2005-მა პირველი შეხვედრა მასპინძელ ვალმიერასთან 55:67 (სტატისტიკა) დათმო და საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა. სუპერფინალში ათივე ადგილი თამაშდება, შესაბამისად, პლეი ოფში წაგებული გუნდები ეგრედ წოდებულ პლეი აუტში გადაერთვნენ. ვალმეირასთან წაგების შემდეგ მაისურაძის გუნდი 7-10 ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთო და პირველ მეტოქე “ჟალგისრისთან” 44:59 (სტატისტიკა) წააგო.
საქართველო 2005 ლატვიურ სუპერფინალში ბოლო მატჩს 19 მაისს გამართავს. მაისურაძის გუნდი ბოლოსწინა, მე-9 ადგილისთვის მატჩში ლიეტუვურ რიტერიაის შეხვდება.
საქართველო 2005 ლატვიურ სუპერფინალში შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:
ლუკა ალავიძე, ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი, სანდრო ფირცხალავა, ლევან ძინძიბაძე, ანრი ბელთაძე, დავით ბეგალაშვილი, ბაქარ ბერეკაშვილი, თენგო გოგიშვილი, შოთა მაჭავარიანი, ლუკა ბარბაქაძე, დაჩი დაშნიანი, ილია ჭავჭანიძე.
სუპერფინალის ნახევარფინალში კი ცსკა ოქსიგენს, დრაკონაი კი ტრინტას შეხვდება. საქართველო 2005-ის მძლეველი ვალმეირა მე-5, ხოლო ჟალგირისი მე-7 ადგილებისთვის ითამაშებენ.