ბოსნიის ნაკრები თბილისში 11 კალათბურთელით ჩამოვიდა. ბალკანელებს არ ჩამოჰყვათ წინა მატჩში, ჰოლანდიასთან ტრავმირებული დალიბორ პერშიჩი. ბოსნიელებმა პერშიჩის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ახალი კალათბურთელი არ დაამატეს. მათ გუნდში ისედაც არაერთი კალათბურთელი ჰყავთ, რომლებსაც მოედანზე გასვლა არ უწევთ და ახალს ისეთს ვერავის გამოძებნიდნენ, რომელსაც თამაში მოუწევდა. ამიტომაც, ბოსნიელებს, რომლებიც გასულ მატჩებში ძირითადად 7 კალათბურთელს ეყრდნოდნენ (და მათ შორის იყო პერშიჩიც), დღევანდელი მატჩის განაცხადში 11 კალათბურთელი ეყოლებათ.
რაც შეეხება საქართველოს, ჯერაც უცნობია, ითამაშებს თუ არა ზაზა ფაჩულია. ეს საკითხი მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაირკვევა. გთავაზობთ გუნდების განაცხადებს, ურთიერთშეხვედრების შედეგებსა და მსაჯ-კომისრების ვინაობას:
თუკი ზაზა ფაჩულია ვერ ითამაშებს, მის ადგილს განაცხადში დაიკავებს აკაკი დვალიშვილი