საქართველო ევრობასკეტის 12 საუკეთესო გუნდშია. მომავალი მეტოქეებიც ცნობილია

საქართველო ევრობასკეტის 12 საუკეთესო გუნდშია. მომავალი მეტოქეებიც ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფიდან გავიდა. უკრაინამ 74:61 დაამარცხა ბელგია, ხოლო ეს შედეგი კოკოშკოვის გუნდს აძლევდა ხელს. ევროპის ჩემპიონატის ერთადერთმა დებიუტანტმა საქართველომ D ჯგუფში 2 მოგება და 3 წაგება დააგროვა, რაც საკმარისი აღმოჩნდა მესამე, გამსვლელი ადგილის დასაკავებლად.
სამმა ნაკრებმა – უკრაინამ, საქართველომ და ბულგარეთმა თანაბარი ქულები დააგროვეს. ასეთ შემთხვევაში ევრობასკეტის დებულების თანახმად უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება. ამ სამმა ნაკრებმა ერთმანეთში თითო მოგებ–წაგება მოიპოვა და საქმე ბურთების შეფარდებაზე მიდგა. საქართველოს უშველა უკრაინასთან 16–ქულიანმა გამარჯვებამ, რისი წყალობითაც ყველაზე უკეთესი ბურთების შეფარდება აღმოაჩნდა და მესამე ადგილი დაიკავა.
საქართველო – უკრაინა                69:53
უკრაინა – ბულგარეთი                 67:56
საქართველო – ბულგარეთი           69:79
 
ქულების დაანგარიშების შედეგად ასეთი ცხრილი მივიღეთ:
1. საქართველო           +6        3 ქულა
2. ბულგარეთი            –2        3 ქულა
3. უკრაინა                 –4        3 ქულა
8 აგვისტოდან საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპში ჩაებმება. უკვე ცნობილია, რომ ჩვენი მეტოქეები იქნებიან საბერძნეთის, მაკედონიისა და ფინეთის ნაკრებები. მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩები ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება.
C ჯგუფის საბოლოო ცხრილი:
1.         რუსეთი                    5          5/0       371/321          10
2.          სლოვენია                5          4/1       356/324           9
3.         საქართველო            5          2/3       352/343          7
4.         ბულგარეთი             5          2/3       339/357          7
5.         უკრაინა                     5          2/3       322/327          5
6.         ბელგია                      4          0/4       304/372          4