ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ესტონეთი. ტალინი. 14 აგვისტო
საქართველო 75:60 შვეიცარია
20-16, 16-19, 15-15, 24-10
მას შემდეგ, რაც საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები ჰოლანდიასთან დამარცხდა და ნახევარფინალში ვერ გავიდა, ევროპის ჩემპიონატზე V-VIII ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო. გია კაზანჯიანის გუნდმა პირველივე მეტოქე იოლად დაამარცხა – შვეიცარიას 75:60 სძლია.
ქართველები კი ლიდერობდნენ მატჩის მსვლელობისას, მაგრამ საიმედო უპირატესობის მოპოვებას ბოლო მეოთხედამდე ვერ ახერხებდნენ. ამაში ჩვენებს ხელს უშლიდა შვეიცარიალთა შავკანიანი მოთამაშე კლინტ ბუმბა–კაპელა, რომელმაც საბოლოოდ 27 ქულა და 24 მოხსნა მიითვალა.
მიუხედავად დუმბა–კაპელას ფარქვეშა დომინირებისა, ქართველებმა მაინც მოახერხეს გუნდური თამაშის წყალობით გამარჯვება. ბოლო მეოთხედის წინ კაზანჯიანის გუნდი მხოლოდ ქულით იგებდა, თუმცა გადამწყვეტი პერიოდი ჩვენებმა 14 ქულის სხვაობით მოიგეს და საწადელსაც მიაღწიეს. საქართველოს ნაკრებში ირაკლი მიქელაძე და ბექა ბურჯანაძე გამოირჩნენ. პირველმა 18 ქულა და 6 პასი გააკეთა, მეორემ – 15 ქულა და 12 მოხსნა.
საქართველო 15 აგვისტოს ამთავრებს ჩემპიონატს. ჩვენი მეტოქე მე–5 ადგილისთვის მატჩში უნგრეთი იქნება, რომელმაც პარალელურ მატჩში სლოვაკეთი 74:68 დაამარცხა. ქართველებმა ამ ტურნირზე ერთხელ უკვე დაამარცხეს უნგრელები – მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში 83:56 მოუგეს.