ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი.
თბილისის. სპორტის სასახლე. 2 აგვისტო. 19:00
საქართველო – პოლონეთი
ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროსაკვალიფიკაციო ტურნირს პოლონეთთან მატჩით ხსნის. ჩვენი ხვალინდელი მეტოქე ბოლო, 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია, სადაც თავი არ შეირცხვინა და ჯგუფიდან გასვლა მოახერხა. პოლონელები ჩვენი ჯგუფის ერთ–ერთ ფავორიტად ითვლება და შესაბამისად, ხვალინდელ შეხვედრაშიც მხოლოდ გამარჯვებას გეგმავენ.
პოლონეთის ნაკრებმა დღეს, 13 საათზე სპორტის სასახლეში ივარჯიშა. მათი მწვრთნელი იგორ გრიშჩუკი სპორტის სასახლეში მისულ ჟურნალისტებს არ დაელაპარაკა, ხვალ, მატჩის შემდეგ ვისაუბროთ რამდენიც გინდათო. შესაბამისად, არც ვარჯიშზე დაასწრო მედიის წარმომადგენლები. გრიშჩუკმა პოლონელები საათზე ოდნავ მეტხანს ავარჯიშა, სადაც დიდი ყურადღება დაუთმო შორ სროლებს.
პოლონელები ხვალ დილით, 11 საათზე მოსათელად შეივლიან სპორტის სასახლეში და მალევე სასტუმროში გაბრუნდებიან, რათა მოახლოვებული მატჩისთვის დაისვენონ.
რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, იგორ კოკოშკოვმაც ერთხელ ავარჯიშა დღეს გუნდი. ქართველებმა პოლონელების წინ, 11 საათზე ივარჯიშეს სპორტის სასახლეში. მოედანზე იყო ზაზა ფაჩულია, რომელსაც ბოლო დღეებია, ფეხი აწუხებდა, თუმცა როგორც მწვრთნელმა განაცხადა, თამაშის დღეს ყველა ფორმაში იქნება.
დღესვე საღამოს სპორტის სასახლეში მივიდა საქართველო–პოლონეთის მატჩის მაკედონიელი კომსიარი გიორგი პეპერკოვი, რომელმაც ყველა დეტალი შეამოწმა როგორც მოედანზე, ასევე გასახდელებში და თქვა, ყველაფერი რიგზეა, ხვალ ალბათ ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი იქნებაო.
მარცინ გორტატი მხარმა შეაწუხა და ექიმი მოიხმო
გამოკვეთილი ცენტრი მარცინ გორტატი ვარჯიშზე სამქულიანებსაც ესროდა