საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 ივნისს გაფართოვებული შემადგენლობით ვარჯიშს იწყებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მოსამზადებლად.

ილიას ზუროსის გუნდმა საკვალიფიკაციო ჯგუფში დაგეგმილი 6 მატჩიდან 4 უკვე გამართა, ხოლო დასკვნით 2 შეხვედრას 29 ივნისს სერბეთთან,  2 ივლისს კი  ავსტრიასთან ჩაატარებს.

აღნიშნულ მატჩებზე დასასწრები ბილეთების ონლაინ-გაყიდვა დაიწყო.

მსურველებს მათი შეძენა TKT.GE-ზე შეუძლიათ.

ბილეთების ფასები 5, 10, 15 და 25 ლარია, თუმცა ორივე მატჩზე დასასწრები ბილეთის ერთდროულად შეძენის შემთხვევაში გულშემატკივრებს შეეძლებათ ისარგებლონ ფასდაკლებით –   tkt.ge/basketball.