საქართველომ ბულგარეთიც დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. C ჯგუფი
თბილისი. სპორტის სასახლე. 29 აგვისტო. 8 000 მაყურებელი
საქართველო 94:83 ბულგარეთი
24-19, 17-29, 32-20, 21-15
ჯგუფის ბოლო შეხვედრა ქართველებმა აღმაფრენით ჩაატარეს და თბილისში მოსაგებად ჩამოსული ბულგარელები შინ დამწუხრებულები გაუშვეს. ბულგარეთს უკეთესად ჰქონდა სატურნირო მდგომარეობა. როსენ ბარჩევსკის გუნდს 20 ქულით რომ მოეგო თბილისში, მეორე ადგილზე და შესაბამისად ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდა – რაკი ბულგარელებს ბურთების საკმაოდ კარგი (+49) შეფარდება ჰქონდათ.
თამაშის დაწყებისთანავე მიხვდნენ ბულგარელები, რომ ჩვეულებრივი თამაშით ქართველების ასეთი სხვაობით დამარცხება წარმოუდგენელი იქნებოდა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა სადებიუო წუთებშივე მოიპოვა სოლიდური ლიდერობა და ბულგარელებმაც ტაქტიკა შეცვალეს. ისინი ავანტურაზე, ვა ბანკზე წავიდნენ და სამქულიანების სროლაზე გადაერთვნენ. ჩვენი სტუმრები ისეთი სიტუაციებიდან ესროდნენ სამიანებს, დალაგებულ და გააზრებულ თამაშში არავინ რომ არ გარისკავდა მათ სროლას. საინტერესო კი ისაა, რომ ბულგარელებს გაუმართლათ და მეორე მეოთხედში 7(!) სამიანი ჩააგდეს, რაც ძალიან ბევრია.
შორი სროლებით მოგროვებული ქულების წყალობით ბულგარელებმა ლიდერობა მოიპოვეს და პირველი ტაიმი 7 ქულით მოიგეს. გასაკვირიც იქნებოდა, რომ ჩვენს მეტოქეს ეს ვერ მოეხერხებინა, რაკი პირველ ტაიმში მათ 10 სამიანი ჩაგვიგდეს. დიდ შესვენებაზე ქართველებმა სწორი დასკვნები გამოიტანეს თამაშის მიმდინარეობიდან და კოკოშკოვმა ისეთი ტაქტიკა შეიმუშავა, რომ მეორე ტაიმში ბულგარელებს არც სამიანები ჩავაგდებინეთ და შესაბამისად წასაგებადაც გავწირეთ. მათი ერთადერთი საზრდო ხომ შორი სროლები იყო, რადგანაც ფარქვეშ ქართველები – ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, ნიკა ცქიტიშვილი, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია ბატონობდნენ.
მეორე ტაიმში მოედანზე სასტარტო ხუთეული დაბრუნდა: ცინცაძე, გრინი, სანიკიძე, ცქიტიშვილი, ფაჩულია. ცინცაძემ პასები არიგა, ცქიტიშვილმა, სანიკიძემ და ფაჩულიამ ორქულიანებით მეტოქის ფარი აიკლეს, ხოლო გრინმა თანაგუნდელებს სამქულიანი შეაშველა. ეს უკვე ის საქართველოს ნაკრები იყო, რომლის შეჩერება ნებისმიერ მეტოქეს გაუჭირდებოდა. რაც მთავარია, ქართველები დაცვაში შესანიშნავად თამაშობდნენ და ბულგარელებმა მეორე ტაიმში მხოლოდ 2 სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს. გზააბნეულ ბულგარელებს შეტევების ორგანიზება უჭირდათ, რაც უკვე იმას ნიშნავდა, რომ საქართველომ მატჩის სადავეები საბოლოოდ ხელთ იპყრო.. ამ დროს იგორ კოკოშკოვმა შეცვლები განახორციელა – მოედანზე მარკოიშვილი, შენგელია, შერმადინი და გამყრელიძე შეიყვანა. მათმა ყოჩაღმა გარჯამ ქართველთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და…
ქართველები სწრაფად და ლაღად თამაშობდნენ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, იერიშებისას ქულას-ქულას აბამდნენ, ხოლო ბულგარელებს სროლის უფლებას აძლევდნენ. თუ მეტოქე მაინც გაბედავდა ტყორცნას, დაფარება არ აყოვნებდა. 23-ე წუთზე დაწინაურების შემდეგ ქართველთა გამარჯვება ეჭვქვეშ აღარ დამდგარა.
ვიქტორ სანიკიძემ პირველ ტაიმში ბევრი იმუშავა, მეორეში კი დიდებულად ათამაშდა – მეორე ნახევარში მან 9 მოხსნა და 18 ქულა მოაგროვა, ვიკას საერთო მონაგარი კი 27 ქულა და 11 მოხსნა იყო. სირენამდე 2:01 წუთით ადრე მანუჩარ მარკოიშვილის ნატყორცნს ვიქტორ სანიკიძე ჰაერში დაეუფლა და ეფექტურად ჩატენა. ამ ეპიზოდში ვიქტორზე დეიან ივანოვი დაჯარიმდა (მეხუთე), რის შემდეგაც მსაჯს შეეკამათა და ტექნიკური ჯარიმაც მიიღო. სანიკიძის ამ ლაზათიანი მოქმედების შემდეგ ანგარიში სხვაობამ მატჩში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია – 91:77 ქართველების სასარგებლოდ. ბულგარელებმაც ამის მერე დაყარეს ფარ–ხმალი და საბოლოოდ ისღა მოახერხეს, რომ 11 ქულით წააგეს.
პირველ ტაიმში ბულგარეთმა მოხსნებში საგრძნობლად გვაჯობა: 27:18. ზაზა რომ არა, სხვაობა გაცილებით დიდი იქნებოდა – ფაჩულიამ საწყის 20 წუთში 9-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი. მესამე პერიოდში, როცა საქართველოს ნაკრების გაქცევას ერლ კალუეიმ სამქულიანით უპასუხა, ზაზამ ორი ორქულიანი მიაყოლა და ბულგარელებს დაანახვა, რომ მხოლოდ სამქულიანებით თამაშს არ იგებენ. ფაჩულიამ საბოლოოდ ორმაგი დუბლი შეასრულა – 14 ქულა, 12 მოხსნა.
ზაზას შემცვლელმა გიორგი შერმადინმა 12 წუთში სამიდან სამი ორქულიანი გამოიყენა. აღსანიშნავი იყო ეპიზოდი, როცა ივანოვს ერთი შეტევისას ორჯერ დაუფარა…
C ჯგუფი
საქართველო – პოლონეთი 84:65
პორტუგალია – ბულგარეთი 59:67
პოლონეთი – პორტუგალია 86:64
ბელგია – საქართველო 74:64
პორტუგალია – ბელგია 69:78
ბულგარეთი – პოლონეთი 74:70
საქართველო – პორტუგალია 73:57
ბელგია – ბულგარეთი 74:69
ბულგარეთი – საქართველო 79:83
პოლონეთი – ბელგია 93:73
ბულგარეთი – პორტუგალია 103:64
პოლონეთი – საქართველო 67:58
საქართველო – ბელგია 63:86
პორტუგალია – პოლონეთი 85:84 ოტ.
პოლონეთი – ბულგარეთი 75:71
ბელგია – პორტუგალია 68:63
ბულგარეთი – ბელგია 92:81
პორტუგალია – საქართველო 57:80
საქართველო – ბულგარეთი 94:83
ბელგია – პოლონეთი 70:67
1. ბელგია 8 6/2 604/580 14
2. საქართველო 8 5/3 599/568 13
3. ბულგარეთი 8 4/4 638/600 12
4. პოლონეთი 8 4/4 607/579 12
5. პორტუგალია 8 1/7 518/639 9
A ჯგუფი
იტალია – ისრაელი 71:79
მონტენეგრო – ლატვია 96:66
ფინეთი – მონტენეგრო 60:74
ლატვია – იტალია 69:68
ისრაელი – ლატვია 110:88
იტალია – ფინეთი 82:73
მონტენეგრო – იტალია 71:62
ფინეთი – ისრაელი 84:83
ლატვია – ფინეთი 87:67
ისრაელი – მონტენეგრო 77:73
ისრაელი – იტალია 76:81
ლატვია – მონტენეგრო 84:90
იტალია – ლატვია 109:93
მონტენეგრო – ფინეთი 91:71
ფინეთი – იტალია 83:85
ლატვია – ისრაელი 56:92
ისრაელი – ფინეთი 85:71
იტალია – მონტენეგრო 72:71
ფინეთი – ლატვია 90:93
მონტენეგრო – ისრაელი 79:69
1. მონტენეგრო 8 6/2 645/561 14
2. ისრაელი 8 5/3 671/603 13
3. იტალია 8 5/3 630/615 13
4. ლატვია 8 3/5 636/722 11
5. ფინეთი 8 1/7 599/680 9
B ჯგუფი
უნგრეთი – დიდი ბრიტანეთი 82:91
უკრაინა – მაკედონია 58:71
ბოსნია – უკრაინა 86:76
მაკედონია – უნგრეთი 78:44
დიდი ბრიტანეთი – მაკედონია 104:96 (ოტ.)
უნგრეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა 74:70
უკრაინა – უნგრეთი 80:71
ბოსნია – დიდი ბრიტანეთი 80:84
დიდი ბრიტანეთი – უკრაინა 90:76
მაკედონია – ბოსნია 70:56
დიდი ბრიტანეთი – უნგრეთი 66:64
მაკედონია – უკრაინა 71:55
უკრაინა – ბოსნია-ჰერცეგოვინა 87:69
უნგრეთი – მაკედონია 85:82
ბოსნია – უნგრეთი 73:64
მაკედონია – დიდი ბრიტანეთი 75:56
უნგრეთი – უკრაინა 83:75
დიდი ბრიტანეთი – ბოსნია 94:85
უკრაინა – დიდი ბრიტანეთი 75:66
ბოსნია – მაკედონია 83:71
1. დიდი ბრიტანეთი 8 6/2 651/633 14
2. მაკედონია 8 5/3 614/541 13
3. უკრაინა 8 3/5 582/607 11
4. ბოსნია 8 3/5 602/620 11
5. უნგრეთი 8 3/5 567/615 11