საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგზრდული ლიგა თითო მოგებ-წაგებით დაიწყო

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგზრდული ლიგა თითო მოგებ-წაგებით დაიწყო

თითო მოგებ-წაგებით დაიწყო საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ასპარეზობა. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ესტონეთის ქალაქ ტარტუში, სადაც თავი 16-მა გუნდმა მოიყარა, დღეს 2 მატჩი გამართა.
პირველ შეხვედრაში ქართველები ესტონურ კლუბ „აუდიენტასს“ დაუპირისპირდნენ და ბრძოლაში – 9 ქულით დამარცხდნენ. ქართველებმა საწყისი 3 პერიოდი დათმეს, შემდეგ თამაში გამოაკეთეს, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად დრო არ ეყოთ და საბოლოოდ 58:67 წააგეს.
საღამოს საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი ფინურ „ჰელსინკთან“ გამართა და 26-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა პირველივე მეოთხედში აჩვენა ფინელებს თავისი ძალა, როცა საწყისი მეოთხედი 20:8 მოიგო. ქართველებმა მომდევნო პერიოდებიც მოიგეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით – 69:43 იმარჯვეს.
ქართველებს ფინელებთან მიხეილ ზურაბაშვილმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულა მოაგროვა. ლაშა მიქელაძე ჩვენს ნაკრებს 13 ქულით და 11 მოხსნით შეეშველა, გიორგი ჭეიშვილის ანგარიშზე კი 8 ქულა დაგროვდა.
ხვალ საქართველოს ნაკრები თბილისის დროით 15:30 საათზე მასპინძელთა გუნდ „ტარტუ როკს“ შეხვდება, ხოლო 20:00 საათზე ფინურ „მუკის“ დაუპირისპირდება.
ევროპის ახალგაზრდული (14-წლამდელთა) ლიგა. ტარტუ, ესპონეთი. 21 ნოემბერი
აუდიენტასი (ესტონეთი) – საქართველო U14   67:58
საქართველო U14 – მუკი (ფინეთი)                      69:43
შენიშვნა: სრული სტატისტიკის სანახავად დააკლიკეთ ანგარიშზე