საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ვილნიუსში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. გუშინ თითო მოგებ-წაგების შემდეგ ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილი ქართველები ლიტვურ SKM-ს შეხვდნენ და 19 ქულის სხვაობით – 60:41 დაამარცხეს.
ქართველებმა პირველი პერიოდი 8:13 წააგეს, თუმცა მეორე პერიოდში მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და 21:2 გაანადგურეს. ამის შემდეგ მატჩის ბედი გაირკვა და შეხვედრა თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.
საქართველოს ნაკრებში 14 ქულით ბომბარდირი ნიკა ნიკოლაიშვილი გახდა. 12 ქულა მიითვალა ირაკლი სულხანიშვილმა, ხოლო გიორგი ჭეიშვილის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.
დღეს, გვიან ღამით ქართველები კიდევ ერთ მატჩს გამართავენ – მოსკოვის „ხიმკისთან“.
ევროპის ახალგაზრდული ლიგა. U15. ვილნიუსი. ლიტვასაქართველო 60:41 skm (ლიტვა) სრული სტატისრიკა:60:41