საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის დასკვნით მატჩში ფინური “მუკი” გაანადგურა

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის დასკვნით მატჩში ფინური “მუკი” გაანადგურა

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრული ლიგის მე-3 ეტაპი 4 მოგებითა და 1 მარცხით დაასრულა. დღეს, კაუნასში ქართველებმა ევროპის ლიგის ბოლო მატჩი გამართეს და ფინურ „მუკისთან“ იოლი გამარჯვება მოიპოვეს – 82:62.
ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მატჩის ბედი პირველსავე მეოთხედში გადაწყვიტა, რომელიც 35:10 მოიგო და შემდეგ თავი დიდადაც არ შეუწუხებია. საქართველოს ნაკრებში 24 ქულით საუკეთესო იყო ნიკა ნიკოლაიშვილი. 20 ქულა მიითვალა ირაკლი სულხანიშვილმა, ხოლო ლაშა მიქელაძის ანგარიშზე 14 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრებმა კაუნასში დასრულებული ევროპის ლიგის მესამე ეტაპი 24 მარტს, „კლაიპედასთან“ დასანანი მარცხით (52:55) დაიწყო, რის შემდეგაც მიჯრით 4 შეხვედრა მოიგო და ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა. კლაიპედას გუნდმა ქართველებისგან ძლეულ „ტარტუ როკთან“ კი წააგეს, მაგრამ საქართველოს პირადი მოგების ხარჯზე აჯობეს.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგის სეზონი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც 15 მატჩიდან 8 გამარჯვება მოიპოვა და 16 მონაწილედან სუპერფინალში გასულ 4 გუნდს შორის ვერ მოხვდა.