საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა კაუნასში გუშინ დაწყებულ ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში მეორე მატჩი გამართა და :კლაიპედასთან“ ბრძოლაში წაგების შემდეგ იოლი გამარჯვება მოიპოვა. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინურ გუნდ „ტამპერეს“ შანსი არ დაუტოვა და 50 ქულის სხვაობით – 98:48 გაანადგურა.
მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველსავე პერიოდში გადაწყდა, რომელიც „ქართველებმა 22 ქულით – 30:8 მოიგეს. დიდ შესვენებამდე ჩვენმა ნაკრებმა ლიდერობას მხოლოდ 2 ქულა შემატა, თუმცა მესამე პერიოდში ფინელებს 30:7 სძლია და შეხვედრას პორმალური ხასიათი მისცა.
მწვრტნელებმა კარგად გამოიყენეს ეს მატჩი და ყველა მოთამაშეს მისცეს თავის გამოჩენის შანსი. სათამაშო დრო თითქმის თანაბრად გადანაწილდა ყველა კალათბურთელზე. ყველაზე მეტი – 18:47 წუთი ირაკლი სულხანიშვილმა ითამაშა, ხოლო ყველაზე ცოტა – 10:12 წუთი – გიორგი მუზაშვილმა. ქართველებს სულხანიშვილმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 16-16 ქულით დაასრულეს შეხვედრა მიხეილ ზურაბაშვილმა და ნიკა ნიკოლაიშვილმა, ხოლო ლაშა მიქელაძემ 10 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
თითო მოგებ-წაგების მქონე საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ესტონური „ტარტუ“ იქნება, რომელსაც ქართველები 26 მარტს, თბილისის დროით 11 საათზე დაუპირისპირდებიან. ამავე დღეს, 18:30 საათზე ჩვენი გუნდი რუსულ „ვასილეოსტროვსკაიას“ შეხვდებიან.
საქართველო – ტამპერე 98:48