საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ვალმეირას საერთაშორისო ტურნირი მოგებ-წაგებით გახსნა

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ვალმეირას საერთაშორისო ტურნირი მოგებ-წაგებით გახსნა

ლატვიაში შეკრებაზე მყოფი საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ვალმეირას საერთაშორისო ტურნირში ჩაება. სანამ აღნიშნულ ქალაქში ჩავიდოდა, ირაკლი ტომარაძისა და თემურ კანკიას გუნდმა 2 სპარინგ-მატჩი გამართა ქალაქ მადონაში. ჯერ მადონას გუნდს სძლია, შემდეგ -პარდაუგავას.
რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირს, გათამაშების ფორმატის თანახმად თითო გუნდს დღეში 2 მატჩის გამართვა უწევს. ქართველებმა ტურნირის პირველ დღეს, 27 აგვისტოს ერთი მატჩი მოიგეს, ხოლო მეორე – დათმეს. პირველ შეხვედრაში საქართველომ დაძაბულ ბრძოლაში – 43:49 წააგო კლუბ „კრეტინგოსთან“, ხოლო მეორეში იოლ გამარჯვებას მიაღწია მასპინძლების გუნდთან. „ვალმეირასთან“ მატჩი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა 91:47 მოიგო.
28 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ჯგუფის დარჩენილ 2 წევრთან  შეხვედრებს გამართავს: ჯერ ლატვიურ „იეკაბლისს“ ეთამაშება, შემდეგ კი ფინურ „კერევას“.