საქართველოს 16 წამდე გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტის C დივიზიონში მე-5 ადგილი დაიკავა

საქართველოს 16 წამდე გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტის C დივიზიონში მე-5 ადგილი დაიკავა

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი ზედიზედ 3 გამარჯვებით დაასრულა. სამწუხაროდ, საწყისი 2 წაგების გამო ჩვენები ნახევარფინალში ვერ გავიდნენ (ჯგუფში ერთი შეხვედრა მოიგეს) და საკვალიფიკაციო რაუნდში, მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთვნენ. გიორგი გოლიაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა საკვალიფიკაციოში ორივე შეხვედრა მოიგო და ჯგუფური ეტაპის შემდეგ მაქსიმალურ შედეგს მიაღწია.

მე-5 ადგილისთვის მატჩში საქართველოს მეტოქე მასპინძელი კოსოვო გახლდათ, რომელიც ჩვენებმა თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ ერთ, მესამე პერიოდში გატეხეს. დიდ შესვენებაზე საქართველო მხოლოდ 1 ქულას იგებდა, თუმცა მესამე ათწუთეულში მეტოქე 30:10 გაანადგურა და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტა. მიუხედავად შინაური კედლების მხარდაჭერისა, კოსოვოელები 21 ქულის გამბათილებლებს არ ჰგავდნენ. 

საბოლოოდ საქართველომ მეტოქე 81:67 (სტატისტიკა) დაამარცხა და ტურნირი მე-5 ადგილზე დაასრულა. ჩვენს ნაკრებს ლიზი ჯაბუამ და ანა მესტუმრიშვილმა ულიდერეს. ანამ 24 ქულა და 5 პასი მიითვალა, ლიზიმ 22 ქულა და 5 მოხსნა. 17 ქულა ჰქონდა მარიამ ყაველაშვილმა, ეკატერინე ქართველიშვილის ანგარიშზე 10 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. 

C დივიზიონის მოსაგებად ფინალში კვიპროსი და სომხეთი შეხვდებიან, რომლებიც პლეი ოფში საქართველოს ჯგუფიდან გავიდნენ.