საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა

6-9 დეკემბერს საქართველოს 16-წლამდელთა (1992 წელს დაბადებული მოთამაშეებით დაკომპლექტებული) ნაკრები მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირში, რომელიც გაიმართება ესპანეთის ქალაქ ისკარში. ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა მიიღებენ მონაწილეობას ესპანეთის, იტალიის, თურქეთის, სლოვენიის, პოლონეთის, უნგრეთის ნაკრებები და ესპანეთის ამავე ასაკის მეორე ნაკრები.

საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე შეხვდება სლოვენიის (12.06 – 15:00 სთ), ესპანეთისა (12.07 – 23:55) და პოლონეთის (12.08 – 15:00) ნაკრებებს (მითითებული დრო ყველგან თბილისისაა).
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მომავალ ზაფხულს მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება პესკარასა და კიეტიში (იტალია) 15-24 აგვისტომდე.
აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების  მთავარი პარტნიორია ქალაქ თბილისის მერია.
საქართველოს ნაკრები ესპანეთის ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით მიემგზავრება:
4. ნიკოლოზ მაღრაძე (ენერჯი-ინვესტი (თბილისი), 194 სმ)5. დავით გურაბანიძე (ენერჯი-ინვესტი (თბილისი), 174)6. გოგა ჯავახიშვილი (აკადემია, 198)7. გიორგი ტეტელაშვილი (მართვე II, 187)8. მერაბ ბოქოლიშვილი (აკადემია, 194)9. ლევან ელიაძე (ბათუმი, 195)10. ირაკლი ჩერქეზიშვილი (ენერჯი-ინვესტი (თბილისი), 174)11. ნოდარ თენიეშვილი (ბათუმი, 194)12. შალვა კაკაურიძე (დინამო, 190)13. ირაკლი ალხანაიძე (დინამო, 198)14. გიორგი მირიანაშვილი (მართვე II, 194)15. ნოდარ შარაბიძე (თსუ, 198) 16. სერგი მელაძე (მართვე II, 194)
მთავარი მწვრთნელი: გელა წულაძე.ასისტენტი: გია კაზანჯიანი, გია ტეტელაშვილი.ექიმი: ზურაბ იოსელიანი.დელეგაციის ხელმძღვანელი: მერაბ რატიშვილი.