გელა წულაძის (მთავარი მწვრთნელი), გია კაზანჯიანისა და გია ტეტელაშვილის (ასისტენტები) ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთში საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
საქართველო – სლოვენია 62:7713:23, 15:22, 10:15, 24:17
ჯგუფური ეტაპის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები სლოვენიელებს შეხვდა და 62:77 დამარცხდა. ჩვენი ნაკრების წაგების მთავარ მიზეზად, გელა წულაძის თქმით, საჯარიმოების ცუდი შესრულება, დებიუტშივე ორი წამყვანი მოთამაშის გადამეტებული პერსონალური შენიშვნები და საერთოდაც, სროლების სუსტი რეალიზაცია იყო. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 19 ქულით მერაბ ბოქოლიშვილი გახდა, რომელმაც თამაშიდან სროლები ძალიან ცუდი პროცენტით შეასრულა – 16-ში მხოლოდ 5 საშუალო და ექვსიდან ერთადერთი სამიანი გამოიყენა. წაგების მიზეზი სასტარტოს ორი წევრის, გიორგი ტეტელაშვილისა და გოგა ჯავახიშვილის ზედმეტი ფოლებიც გახდა. მათ ჯამში მოედანზე 18 წუთი გაატარეს. საქართველოს ნაკრებმა 40 საჯარიმო ტყორცნიდამ მხოლოდ 17 გამოიყენა და მეტოქეს რამდენიმე სტატისტიკურ კომპონენტში მაინც აჯობა – 28 შეცდომის პარალელურად მხოლოდ 16 შეცდომა დაუშვა და შეხვედრა ოპონენტზე 12 ჩაჭრით (17:5) დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
საქართველო – ესპანეთი 34:966:33, 5:16, 10:22, 13:25
მთელი ტურნირის განმავლობაში, ეს ჩვენი ნაკრების მიერ ჩატარებული უსუსტესი მატჩი იყო. ესპანეთის ნაკრები ტურნირის მთავარი ფავორიტი იყო და საქართველოს ნაკრებზე მეტი დრო ჰქონდა მოსამზადებლად. გელა წულაძის გუნდში ვერცერთმა მოთამაშემ ვერ მაოხერხა 10 და მეტი ქულის დაგროვება, ხოლო ყველაზე შედეგიანი კი 8 ქულით ნოდარ თენიეშვილი გახდა. საქართველოს ნაკრებმა 26 შორეული სროლიდან ზუსტად მხოლოდ 2 შესრულა. ჩვენი გუნდის სამი წევრი (დავით გურაბანიძე, მერაბ ბოქოლიშვილი, გოგა ჯავახიშვილი) 5 ფოლით გავარდა. მოხსნებში 64:21 წავაგეთ ორთაბრძოლა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
საქართველო – პოლონეთი 52:9018:27, 11:20, 10:22, 13:21
მესამე მატჩიც დათმო საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა, თუმცა ესპანეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად გელა წულაძის გუნდმა უკეთესო პროცენტული მაჩვენებლით შეასრულა თამაშიდან სროლები და სხვაობაც აღარ იყო ისეთი დიდი, როგორიც ტურნირის მასპინძლეთან დაპირისპირებაში. ტურნირის უკანასკნელ შეხვედრაში საქართველოს 16-წლამდელთა ეროვნული გუნდი თავის ქვეჯგუფში ასევე ბოლოადგილოსან უნგრეთს უნდა შეხვედროდა.
საქართველო – უნგრეთი 67:7211:24, 20:23, 14:10, 22:15
მერაბ ბოქოლიშვილი თავის გუნდში 21 ქულით ყველაზე შედეგიანი გახდა და 12 საშუალო ტყორცნიდან 8 გამოიყენა, ხოლო ლევან ელიაძემ კი 15 სამიანიდან 5 შეასრულა ზუსტად და 19 ქულით ჩვენი გუნდის მეორე მექულე გახდა. გელა წულაძის ნაკრებმა მეტოქეზე მეტი მოხსნა (34:30), შედეგიანი გადაცემა (7:3) და ჩაჭრა (6:3) გააკეთა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა, თუმცა ეს იყო ჩვენი ნაკრების საუკეთესო მატჩი ისკარის საერთაშორისო ტურნირზე. 2-2 შედეგიანი გადაცემა დავით გურაბანიძემ და მერაბ ბოქოლიშვილმა ჩაიწერეს აქტივში.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.