საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრო B დივიზიონში გამოსვლა მე-12 ადგილზე დაასრულა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრო B დივიზიონში გამოსვლა მე-12 ადგილზე დაასრულა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონში ასპარეზობა მე-12 ადგილზე დაასრულა. ტურნირის უკანასკნელ მატჩში ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი ჰოლანდიას შეხვდა 47:69 დამარცხდა.
ეს გახლდათ მესამე მატჩი ჯგუფური ეტაპის შემდეგ, სადაც საქართველომ 5-დან 2 შეხვედრა მოიგო და პლეი ოფში ვერ გავიდა. ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ ქართველებმა 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაინაცვლეს და პირველ შეხვედრაში რუმინეთი დაამარცხეს. თუმცა მომდევნო მატჩები პორტუგალიასა და ჰოლანდიასთან დათმეს და საბოლოოდ მე-12 ადგილს დასჯერდნენ.
არც ჰოლანდიასთან არ უთამაშია ჩვენი ნაკრების ლიდერ ოთარ პერტაიას. მოედანზე ვერ გავიდა ასევე ბორის თორთლაძე. დასუსტებულმა საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიელებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია, რომელიც 33:35 დათმო, ხოლო მესამე და მეოთხე პერიოდები შესაბამისად 7:16 და 7:18 დათმო და საბოლოოდ დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ერთადერთი ქართველი, რომელიც 10-ქულიან თამასას ასცდა, ლაშა მიქელაძე იყო 12 ქულით. 8-8 ქულა კახა ჟღენტმა და გიორგი ჭეიშვილმა მიითვალეს. სსაქართველოს ნაკრებმა ევროტურნირი დაასრულა და სამშობლოში 21 
ევროპის U16 ჩემპიონატი. B დივიზიონი. მატჩი მე-11 ადგილისთვის ჰოლანდია 69:47 საქართველოსრული სტატისტიკა: 69:47