საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა ევროჩემპიონატი მე–5 ადგილზე დაასრულა

საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა ევროჩემპიონატი მე–5 ადგილზე დაასრულა

ევროპის ჩემპიონატი. B  დივიზიონი. ესტონეთი. ტალინი. 15 აგვისტო
უნგრეთი 71:76 საქართველო
22-22, 24-17, 10-14, 15-23
 
საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე–5 ადგილზე დაამთავრა. გია კაზანჯიანის გუნდმა დღეს მე–5 ადგილისთვის მატჩში უნგრეთი 76:71 დაამარცხა. საერთო ჯამში ჩვენმა ნაკრებმა ტალინში გამართულ ჩემპიონატზე 7 თამაში მოიგო და მხოლოდ 1 დათმო. სწორედ ის ერთი წაგებული შეხვედრა გამოდგა ჩვენების ნახევარფინალის მიღმა დამტოვებელი. ჰოლანდიამ საქართველო ნახევარფინალში არ შეუშვა, თავად შევიდა და იქ ჩეხეთთან განადგურდა. საერთოდ კი A დივიზიონში ჩეხეთმა და უკრაინამ აინაცვლეს.
 
საქართველოს ნაკრებს უნგრეთისთვის უკვე მოგებული ჰქონდა ამ ტურნირზე. მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში კაზანჯიანის გუნდმა 83:56 გაანადგურა უნგრელები, დღეს კი მეტოქე საგრძნობლად გაგვიძალიანდა. პირველი ტაიმის შემდეგ ქართველები 39:46 აგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში თამაში გამოასწორეს და საბოლოოდ 76:71 გაიმარჯვეს.
 
ჩვენს ნაკრებში გამოირჩა ბექა ბურჯანაძე, რომელმაც 29 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. ორმაგი დუბლი გაიფორმა გიორგი ცირეკიძემაც – 10 ქულა, 10 მოხსნა. რაც შეეხება ირაკლი მიქელაძეს, მან 14 ქულა და 3 პასი მიითვალა, თუმცა მაინც გახდა ტურნირის საუკეთესო მეპასე. მას თითო მატჩში საშუალოდ 5,1 პასი მოუგროვდა.