საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა შვედეთთან წააგო და V-VIII ადგილებისთვის იბრძოლებს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა შვედეთთან წააგო და V-VIII ადგილებისთვის იბრძოლებს

 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა შვედეთთან და 14 ქულის სხვაობით – 66:80 წააგო.
ქართველებმა მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ესტონეთთან ბრძოლაში – 9 ქულით დათმეს, თუმც ნახევარფინალში გასვლის შანსს მაინც ინარჩუნებდნენ. საამისოდ ჩერქეზიშვილის გუნდს შვედების 21 ქულით დამარცხება მართებდათ, თუმცა სკანდინავიალებს იოლად დასაჩაგრი გუნდი არ ჰყავს. შვედებმა პირველი მეოთხედის 16:21 წაგების შემდეგ თამაში გამოასწორეს და მეორე ათწუთეული 2314, ხოლო მომდევნო პერიოდი 20:17 მოიგეს.
ბოლო მეოთხედში ქართველებმა სცადეს ვითარების შეცვლა, მაგრამ მწყობრად მოთამაშე სკანდინავიელების უპირატესობის გაბათილება ვერ მოახერხეს და მარცხს შეეგუენ. შვედებს ულიდერა კარლ ლუნდკვისტმა, რომელმაც იშვიათი უნივერსალიზმი გამოავლინა და თავი 20 ქულას, 10 მოხსნას, 7 ჩაჭრას და 5 პასს მოუყარა. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 24 ქულა, 11 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. 15 ქულა დააგროვა აკაკი ფიფიამ , ხოლო ზაურ ჯანელიძის ანგარიშზე  9 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები ბელგიასთან ერთად 5-8 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ტურნირში გადაერთო. მომდევნო მატჩს ქართველები 15 აგვისტოს გამართავენ, თუმცა მეტოქე ჯერ არაა ცნობილი. ქართველების მეტოქე დღის ბოლოს გამოვლინდება.  
ევროპის U16 ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. სოფია, ბულგარეთი. 12 აგვისტო შვედეთი 80:66 საქართველო 16-21, 23-14, 20-17, 21-14
სრული სტატისტიკა: 80:66