საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი დაასრულა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა წარმომადგენლობითი ტურნირის 24 მონაწილეს შორის მე-20 ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 5 მატჩიდან 1 მოიგო და მე-5 ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც ბრძოლა 17-24 ადგილებისთვის განაგრძო. ქართველებმა საკვალიფიკაციო რაუნდში პირველივე მატჩი მოლდოვას მოუგეს, თუმცა შემდეგ ჯერ ესტონეთთან, შემდეგ კი შვეიცარიასთან დამარცხდნენ და საბოლოოდ მე-20 ადგილს დასჯერდნენ.
საქართველოს ნაკრებმა უკან მოიტოვა მაკედონიის, ალბანეთის, მოლდოვისა და დანიის ნაკრებები და მომავალი სეზონისთვის კვლავ B დივიზიონში ასპარეზობის უფლება დაიტოვა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა კალათბურთელმა, ნატალია ოთხმეზურმა ტურნირზე ვიცე-ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. მას ბოლო მომენტში გადაასწრო ბულგარელმა გერგანა ივანოვამ, რომელიც მატჩში საშუალოდ 20.3 ქულას აგდებდა. ოთხმეზურის ანგარიშზე კი საშუალოდ 19.6 ქულა იყო მატჩში.