საქართველოს 18-წლამდელებმა ბულგარეთთან წააგეს და დღეს უნგრეთს შეხვდებიან (VIDEO)

საქართველოს 18-წლამდელებმა ბულგარეთთან წააგეს და დღეს უნგრეთს შეხვდებიან (VIDEO)

 საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა და ისევ დამარცხდა. არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილი გუნდი ბულგარელ თანატოლებს შეხვდა და 21 ქულის სხვაობით – 62:83 წააგო.
საქართველოს ნაკრებში 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ 1 მოთამაშეასცდა. ნიკა ჩეჩელაშვილმა 17 ქულა მოაგროვა. ქართელებმა მხოლოდ მე-3 მეოთხედი არ წააგეს, რომელიც ფრედ – 15:15 დაასრულეს. დანარჩენ მეოთხედებში ბულგარელთა უპირატესობა აშკარა იყო.
18-წლაამდელთა ნაკრებს 4-დან 4 წაგება აქვს და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, უნგრეთის ნაკრებთან გამართავს. ჯგუფური ეტაპის შემდეგ საქართველო 17-24 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვება. ეს საიმისოდაა დაგეგმილი, რათა გამოვლინდეს B დივიზიონის ბოლოადგილოსანი გუნდი, რომელიც მომავალ წელს C დივიზიონში გაქვეითდება.