საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები დღეს, გამთენიისას ბელგიაში გაემგზავრა, სადაც კოკა-კოლას გრანდიოზულ საშობაო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ტურნირში მთლიანობაში 50-ზე მეტი გუნდი იასპარეზებს, რომელთა შორისაც არიან როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა 12-19 წლამდელებით დაკომპლექტებული გუნდები.
საქართველოს ნაკრები 1 წლით უფროს, 19-წლამდელთა ტურნირში ასპარეზობს, რომელშიც 8 კლუბია.თამაშები საფრანგეთის მოსაზღვრე ქალაქ კორტრეკში გაიმართება. ტურნირზე მხოლოდ საქართველო და ბელგია არიან ეროვნული (18-წლამდელთა) ნაკრებებით წარმოდგენილნი, დანარჩენები ევროპის ცნობილი კლუბების წარმომადგენლები არიან. ჩვენს ჯგუფში იტალიური „რომა“ (U-19), ესანური „გრან კანარია“ (U-19) და ბელგიის 18-წლამდელთა ნაკრები არიან. მეორე ჯგუფი შეადგინეს სერბულმა „ბელგრადმა“ (U-19), ისრაელის „აკადემიამ“ (U-19), ჩეხურმა USK-მა (U-19) და ბელგიურმა „ანტვერპენმა“ (U-19).
1 წრის შემდეგ გუნდები ჯგუფებში ადგილებს გაინაწილებენ. ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, მეორეადგილოსნები კი მე-3 ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდებიან. ასევე ითამაშებენ III და IV ადგილებზე გასული გუნდები შესაბამისი ადგილების გასანაწილებლად.
ქართველ 18-წლამდელებს გია კაზანჯიანი წვრთნის, რომელსაც ასისტენტობას არჩილ ჟღენტი და მიხეილ კობეშავიძე უწევენ. საქართველოს ნაკრებში 4 ლეგიონერი თამაშობს, რომელთაგან ნაკრებს ბელგიაში 3 შეუერთდება.
„თბილისში ნაკრებში სავარჯიშოდ ესპანურ „სევილიაში“ მოთამაშე გიორგი თვალაბეიშვილი ჩამოვიდა, რაც შეეხებათ დანარჩენ ლეგიონერებს – ლუკა ბულაშვილს, ლევან ბაბილოძეს და გიორგი ცირიკიძეს, ისინი პირდაპირ ბელგიაში შემოგვიერთდებიან – გვითხრა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა – ვერ გვეხმარება გოგა ბითაძე, რომელიც სერბულმა კლუბმა არ გამოუშვა, ასევე ქუთაისელი ლადო ფურცხვანიძე, რომელიც კარიერის გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება“.
საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა
უკანახაზელები: ლუკა ბულაშვილი (ლაბორალ კუჩა, ესპანეთი), ბერდია ქავთარაძე (ჰიუნდაი), ლევან ბაბილოძე (დ’ორლანდო, იტალია), ნიკა ლეონიძე (აკადემია), საბა აკობია (აკადემია), გიორგი გვიანიძე (აკადემია)ფორვარდები: საბა ღვედაშვილი (რუსთავი), გიორგი ცხოვრებოვი (აკადემია), ნიკა ლოლიშვილი (აკადემია), გიორგი ცირიკიძე (რიმინი, იტალია)ცენტრები: გიორგი კორსანტია (ვითა), გიორგი თვალაბეიშვილი (სევილია, ესპანეთი)
კალენდარი (თბილისის დრო)
27 დეკემბერი საქართველო – გრან კანარია 16:3027 დეკემბერი რომა – საქართველო 22:3028 დეკემბერი ბეგია – საქართველო 16:30 29 დეკემბერი ??