საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრები თბილისში უკრაინასთან 2 სპარინგ-მატჩს გამართავს

საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრები თბილისში უკრაინასთან 2 სპარინგ-მატჩს გამართავს

ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონისთვის მზადების ფარგლებში საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრები თბილისში 2 საერთაშორისო მატჩს გამართავს. საქართველოს სპარინგ–მატჩების გაამართად უკრინის 18–წლამდელთა ნაკრები ეწვევა.
თამაშები დიღომში, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 5 ივლისს, 18:00 საათზე გამართავს, ხოლო მეორე მატჩი 6 ივლისს, ასევე 18:00 საათზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ საქართვეოს ნაკრები ევროპის ჩემპიონტის „ბ“ დივიზიონში ჯგუფში ავსტრიასთან, ესტონეთთან, ისლანდიასთან, ისრაელთან და გერმანიასთან მოხვდა. ტურნირი უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სამოქალაქო ომის გამო „ბ“ დივიზიონის მატჩები 24 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება.