საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მონტენეგროში მესამე და ბოლო სპარინგ მატჩი გამართა. წინა შეხვედრებში ქართველებმა და მონტენეგროელებმა მოგებები გაიყვეს, მესამე მატჩში კი მასპინძლებმა იმარჯვეს.
წინა 2 შეხვედრისგან განსხვავებით, რომლებშიც საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იყო, მესამე მატჩს დაძაბულობა აკლდა. მასპინძლებმა ოთხივე პერიოდი მოიგეს და საბოლოოდ 22 ქულის სხვაობით – 84:62 გაიმარჯვეს. მონტენეგროელებმა პირველი პერიოდი 12 ქულით მოიგეს, რის შემდეგაც ლიდერობა აღარ დაუთმიათ.
საქართველოს ნაკრებში 3-მა ალათბურთელმა არ ითამაშა – გოგა ბითაძემ, გიორგი ცირიკიძემ და ბერდია ქავთარაძემ. ბითაძე და ცირიკიძე ტრავმების გამო ჯერ არ არიან მწყობრში. ჩვენს ნაკრებში 19 ქულით ბომბარდირი ლევან ბაბილოძე გახდა, 12 ქულა მოაგროვა ლუკა ბულაშვილმა, გოგუას ანგარიზე კი 8 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები 11 ივლისს ლატვიის ქალაქ მადონაში გაემგზავრება, სადაც ამ ქვეყნის 8-წლამდელთა ნაკრებთან სპარინგ-მატჩებს გამართავს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 29 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები უკრაინა, ალბანეთი, ინგლისი, სლოვაკეთი და შოტლანდია იქნებიან.
მონტენეგრო 84:62 საქართველო 30:18, 17:15, 19:17, 18:12 საქართველო: ბაბილოძე (19), დარბაიძე (5), ფურცხვანიძე (4), ბულაშვილი (12), ლეონიძე (7), გოგუა (8), ღვედაშვილი (2), ჩეჩელაშვილი (2), ფიფია (3),