საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ელიტიდან გავარდა და მომავალ წელს B დივიზიონში იასპარეზებს. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი გუნდისთვის ეს ამბავი უკრაინასთან წაგების შემდეგ გაირკვა. 17-20 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო შეხვედრების პირველი მატჩი ქართველებმა უკრაინასთან წააგეს, რის შემდეგ საბოლოოდ გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ბოლო 3 გუნდს შორის დაასრულებენ.
B დივიზიონში გავარდა მასპინძელი ესტონეთიც, რომელმაც საკვალიფიკაციო დაპირისპირება ჩეხეთთან 68:94 დათმო. სწორედ ესტონეთს შეხვდება საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბოლო სათამაშო დღეს. უსტიაშვილის გუნდი მასპინძლებთან ტურნირის ბოლო – 19-20 ადგილებს გაითამაშებს.
ესტონეთს საქართველო მიმდინარე ევროპირველობაზე უკვე შეხვდა და 52:74 წააგო. დღევანდელ მეტოქე უკრაინას რაც შეეხება, საქართველოს ნაკრები სლავებს იტალიაში, დომეჯი დი კადორის ტურნირზე შეხვდა და 75:68 დაამარცხა. ქართველები ახლაც ირძოლებდნენ მოსაგებად, თუმცა იმ შემადგენლობიდან ტრავმის გამო 3 წამყვანი მოთამაშე აკლდა – ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცირეკიძე და ნიკა რამიშვილი. ასეთი დანაკლისით უსტიაშვილის გუნდს უკრაინასთან შანსი არ ჰქონია და შეხვედრა 47:75 დათმო.
ევროპირველობის ბოლო მატჩს საქართველო ხვალ, თბილისის დროით 10 საათზე გამართავს. მესამე გუნდი, რომელიც B დივიზიონში გავარდება , ჩეხეთსა და ურაინას შორის წაგებული იქნება.
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. ტალინი. 19 ივნისი
უკრაინა 75:47 საქართველო
14-10, 19-10, 22-9, 20-18
სრული სტატისტიკა: 75:47