საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა თელ ავივში მიმდინარე ამხანაგური ტურნირი ჰოლანდიასთან მარცხით დაასრულა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რუსეთთან და ისრაელთან მარცხის შემდეგ ტურნირის ბოლო შეხვედრა ჰოლანდიელებთან გამართა და მიუხედავად იმისა, რომ 3 პერიოდი მოიგო და მხოლოდ ერთი დათმო, მთლიანობაში მატჩი მაინც წააგო.
პირველი პერიოდი 14:14 დასრულდა, ხოლო მეორეში ქართველებს ცუდი რამ შეემთხვათ. ჩერქეზიშვილის გუნდის წევრებმა 10-წუთეულში ბურთი ვერ ჩააგდეს და პერიოდი 0:14 დათმეს. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მესამე მეოთხედი 9:8 მოიგო, ხოლო დასკვნით პერიოდში 14:12 იმარჯვა. საბოლოო ანგარიში ჰოლანდიელთა სასარგებლოდ დაფიქსირდა – 48:37.
ქართველთაგან ყველაზე მეტი – 12 ქულა სოსო გოგნაძემ ჩააგდო. 6 ქულა დააგროვა დავით ლომიძემ, ხოლო კოტე ბიწაძემ და ტატო ზუზაძემ 5-5 ქულა მიითვალეს.
ამხანაგური მატჩი. თელ ავივი. 23 ივნისისაქართველო 37:48 ჰოლანდია14:14, 0:14, 9:8, 14:12სრული სტატისტიკა: 37:48