საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ისრაელში საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ისრაელში საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა

ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონისთვის სამზადისში მყოფი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ისრაელში, წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის, გიორგი ნიკოლაძისა და დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის ფარგლებში თელ ავივში 3 მატჩს გამართავს, რაც „ბ“ დივიზიონის მატჩების წინ ჩვენი ნაკრებისთვის კარგი გამოცდა იქნება.
ისრაელში საქართველოს ნაკრების მეტოქეები რუსეთი, ისრაელი და მასპინძელთა გუნდი იქნება. ქართველები პირველ მატჩს რუსეთთან, თბილისის დროით 17:15 საათზე გამართავენ, 22 ივნისს ისრაელს დაუპირისპირდებიან, ხოლო ტურნირის ბოლო დღეს, 23 ივნისს ჰოლანდიელ თანატოლებს შეხვდებიან.
საქართველოს ნაკრები ისრაელში 13 კალათბურთელით გაემგზავრა:

უკანახაზელები: გიორგი ჩაჩხიანი, ტარიელ ზუზაძე, ნიკოლოზ ლომიძე, დავით ლომიძე ფორვარდები: გიორგი გუგეშაშვილი, რატი ნუცუბიძე, ვილი ისიანი, კოსტანტინე ბიწაძე, ლუკა გიორგაძე, მაიზერ რევაზაშვილი ცენტრები: გიორგი თვალაბეიშვილი, სოსო გოგნაძე
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში იასპარეზებს. ტურნირი 15-24 ივლისს საბერძნეთის ქალაქ ხალკიდაში გაიმართება. საქართველო A ჯგუფში პორტუგალიასთან, მონტენეგროსთან, მაკედონიასთან და სომხეთთან მოხვდა. „ბ“ დივიზიონში მთლიანობაში 21 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს, რომელთაგან 3 საუკეთესო „ა“ დივიზიონის საგზურს მოიპოვებს. გათამაშების ფორმატის თანახმად, პლეი ოფში 4 ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი გადის.
 
საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი. თელ ავივი. ისრაელი
21 ივნისი 17:15   რუსეთი – საქართველო 19:30   ისრაელი – ჰოლანდია
22 ივნისი 17:15   საქართველო – ისრაელი 19:30 რუსეთი – ჰოლანდია
23 ივნისი 19:30   ჰოლანდია – საქართველო 21:45   ისრაელი – რუსეთი
მითითებულია თბილისის დრო