საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიური შეკრება დაასრულა. ნიკო ჩერქეზიშვილის, გიორგი ნიკოლაძისა და დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიის ქალაქ მადონაში მეორე სპარინგ-მატჩი გამართა და მასპინძელთა მძლავრ ნაკრებთან 11 ქულის სხვაობით დამარცხდა.
ქართველებმა მესამე პერიოდი ჩააგდეს, რომელიც 10:22 წააგეს. დანარჩენ პერიოდებში კი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ და მეტოქეს ანგარიშში აჯობეს კიდეც. ლატვიის ნაკრები „ა“ დივიზიონის წევრია და ფინალური ეტაპის ერთ-ერთ ფავორიტადაც მიიჩნევა.
საქართველოს ნაკრებში 15 ქულით საუკეთესო შედეგი ლევან მასხულიამ დააფიქსირა. 9 ქულა დავით ლომიძის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო მაიზერ რევაზაშვილმა და ვილი ისიანმა 8-8 ქულა მიითვალეს.
საქართველოს ნაკრებმა ამით ლატვიური შეკრება დაასრულა და ამ საღამოს ესტონეთში გადაინაცვლებს. ქართველებს ესტონეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან 2 სპარინგ მატჩი ელის.
ლატვია 71:60 საქართველო სრული სტატისტიკა: 71:60