საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები საბერძნეთში ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები საბერძნეთში ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა და 15-დან 24 ივლისის ჩათვლით საბერძნეთის ქალაქ ხალკიდაში „ბ“ დივიზლიონში იასპარეზებს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი ასპარეზობაში დღეს – მონტენეგროს მძლავრ ნაკრებთან მატჩით ჩაერთვება.
ტურნირში 21 გუნდი იასპარეზებს, რომელთაგან 3 საუკეთესოს „ა“ დივიზიონის საგზურები ერგება. მონაწილენი 4 ჯგუფში არიან თავმოყრილნი. საქართველო „ა“ ჯგუფში მონტენეგროსთან, მაკედონიასთან, სომხეთთან და პორტუგალიასთან მოხვდა.
გათამაშების სისტემის თანახმად, პლეი ოფში ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი გავა, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალებიდან გააგრძელებენ. 3-4 ადგილოსნები შესაბამისად 9-16 ადგილებისთვის იბრძოლებენ, ხოლო ჯგუფის აუტსაიდერები საკვალიფიკაციო მატჩებში 17-21 ადგილებს გაინაწილებენ.
საქართველოს ნაკრების კალენდარი: (მითითებულია თბილისის დრო)
15 ივლისი      მონტენეგრო – საქართველო    16:15 17 ივლისი      საქართველო – მაკედონია       16:15 19 ივლისი      პორტუგალია – საქართველო   16:15 20 ივლისი      საქართველო – სომხეთი         18:30