საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის მზადების ციკლში სომხეთში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო, ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი ერევანში 12 მოთამაშით გაემგზავრა, ხოლო პირველ მატჩს უკვე ხვალ, 5 ივლისს გამართავს.
20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ერევნის ტურნირისთვის შემდეგნაირია: უკანახაზელები: დავით აფხაზავა, ტარიელ ზუზაძე, გიორგი ქავთარაძე, ლევან ბაბილოძე, ლევან გოგალაძე, რატი ნუცუბიძე ფორვარდები: ნიკა დარბაიძე, ლუკა გიორგაძე, გიორგი ცირიკიძე, ვილი ისიანი ცენტრები: ვლადიმერ ფურცხვანიძე, ალექსანდრე ფევაძე
ტურნირში საქართელოს 20-წლამდელთა ნაკრებთნ ერთად მონაწილეობენ: ყაზახეთის 22-წლამდელთა ნაკრები, ასევე სომხეთის ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებები. ქართველების კალენდარი შემდეგნაირად გამოიყურება:
5 ივლისი სომხეთი – საქართველო U206 ივლისი საქართველო – ყაზახეთი U227 ივლისი სომხეთი U20 – საქართველო U20
20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში 14-23 ივლისს იასპარეზებს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები იქნებიან მაკედონიის, რუმინეთის, მალტისა და ალბანეთის ნაკრებები.