საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის პირველი წრე 5-დან 4 გამარჯვებით დასრულა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის პირველი წრე 5-დან 4 გამარჯვებით დასრულა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა 5-დან 4 გამარჯვებით დაასრულა ევროპის ლიგის პირველი წრე, რომელსაც ლატვიის ქალაქმა ვენტსპილსმა უმასპინძლა.

ქართველებმა ბოლო შეხვედრა დღეს, რუსულ კლუბ “რუნასთან” გამართეს და 76:46 გაიმარჯვეს. 21 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკა ჩეჩელაშვილი, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე 17 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
პირველიი წრი დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა „ვალმეირას“ კვალზე, რომელთანაც ოვერტაიმში, 1 ქულით დამარცხდა. ჩვენი ნაკრებიდან პირველი წრის სიმბოლურ ხუთეულში ნიკა დარბაიძე და გიორგი კორსანტია შეიყვანეს, რომლებმაც შესაბამისად – თავდამსხმელისა და ცენტრის პოზიციები დაიკავეს. ჩვენი ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშედ კი ნიკა ჩეჩელაშვილი დასახელდა.
ევროპის ლიგის მეორე წრე 7-10 დეკემბერს კვლავ ვენტსპილსში გაიმართება.
საქართველო – რუნა 76:46 (სტატისტიკა)