ისრაელში მყოფმა საქართველსო 20-წლამდელთა ნაკრებმა თელ ავივის საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩი გამართა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი ქართველების მეტოქე რუსეთის ნაკრები გახლდათ. მატჩი ჩრდილოელი მეზობლების გამარჯვებით – 65:51 დასრულდა.
რუსეთის ნაკრებმა მცირედით, თუმცა ყველა პერიოდი მოიგო და საბოლოოდ სხვაობამ 14 ქულა შეადგინა. ქართველებმა შემდეგი ხუთეულით ითამაშეს – გიორგი ჩაჩხიანი, დავით ლომიძე, ვილი ისიანი, მაიზერ რევაზაშვილი, სოსო გოგნაძე. მიუხედავათ ტანმაღალი ხუთეულისა, ქართველებმა საბოლოოდ ფარი დათმეს (39:46). საქართველოს ნაკრებს ყველაზე დიდი ჩამორჩენა ბურთის კონტროლში ჰქონდა – ჩერქეზიშვილი გუნდმა 24 ბურთი დაკარგა, რუსებმა კი – 11.
საქართველოს ნაკრებში 12 ქულით მაიზერ რევაზაშვილი გამოირჩა. 11 ქულა მიითვალა დავით ლომიძემ. რუსეთის ნაკრებში 15 ქულით ბომბარდირი ვლადისლავ სტარატელევი გახდა, რომელიც გასულ სეზონში თბილისის „ვითას“ ღისრებას იცავდა.
საქართველოს ნაკრები 22 ივლისს, თბილისის დროით 17:15 საათზე მასპინძელ ისრაელს დაუპირისპირდება.
რუსეთი 65:51 საქართველო
18:16, 19:16, 16:10, 12:9
სრული სტატისტიკა: 65:51