59-ქულიანი გამარჯვებით დაწყებული ევროპის ლიგის მე-3 ეტაპი წარმატებით გააგრძელა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდის მორიგი მეტოქე ლატვიური დსნ გახლდათ, რომელსაც ქართველებმა 89:55 მოუგეს.
პირველი შეხვედრის მსგავსად, საქართველოს არც ამჯერად შექმნია წინაღობა. პირველი პერიოდის 20:14 მოგების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა მეორე მეოთხედი 26:16 მოიგო და დიდ შესვენებაზე 16-ქულინი ლიდერობით გავიდა. მეორე ტაიმში სცენარი არ შეცვლილ – საქართველომ ლიდერობა კიდევ უფრო გაზარდაა და საბოლოოდ 34 ქულით გაიმარჯვა.
22 ქულითა და 15 მოხსნით გამარჯვებულებს გიორგი კორსანტიამ ულიდერა. 20 ქულა მიითვალა ალექსანდრე ფევაძემ, ხოლო დავით ლომიძის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. საქართველოს ნაკრები 16-გუნდიან ტურნირში საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის და ესტონეთში მიმდინარემე-3 ეტაპის მიმდინარეობის გათვალისწინებით მიზნამდე ბევრიც არაფერი აკლია.
მომდევნო მატჩებს საქართველოს 20-წლმდელთა ნაკრები 25 თებერვალს გამართავს. 12:00 საათზე ჩვენები ბელარუსულ „ოლიმპი 97“-ს შეხვდებიან, ხოლო 19:30-ზე უნგრულ „ბუდაპეშტს“ დაუპირისპირდებიან.