საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩინეთში ამერიკასთან 70:90 წააგო

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩინეთში ამერიკასთან 70:90 წააგო

ერთდღიანი დასვენების შემდეგ, ჩინეთში მყოფმა საქართველოს 18 და 20 წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩები განაახლა. უფრო ზუსტად, აშშ-ს, ჩინეთის, ლიტვის და საქართველოს ნაკრებებმა ქალაქ დუშანძიდან, სადაც ერთმანეთში 3-3 მატჩი გამართეს, ქალაქ გონგლუში გადაინაცვლეს და ცალკე ამხანაგური ტურნირიც დაიწყო.

გონგლუს ტურნირზე გახსნის ცერემონიალი ცალკე ჩატარდა, ქართველების პირველი მეტოქე კი ამერიკის ნაკრები გახლდათ. ქართველებს და ამერიკელებს არ უთამაშიათ 22-24 აპრილს ქალაქ დუშანძიში ჩატარებულ ტურნირში. საქართველო ჩინეთს ერთხელ, ლიტვას კი ორჯერ შეხვდა. გონგლუს ტურნირი კი საქართველო – აშშ-ს მატჩით გაიხსნა.
ამერიკის ნაკრები გახლავთ სტუდენტური ლიგის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელშიც, ისევე როგორც NCAA-ში, 22 წლამდე კალათბურთელები თამაშობენ. მატჩი აშშ-ს გამარკვებით – 90:70 დასრულდა. საქართველოს ნაკრებში 23 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ზაქრაძე, 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა სოსო გოგნაძემ, გიგი გოგობერიშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა. დავით ლომიძემ, რომელმაცწინა მატჩში მსუბუქი ტრავმა მიიღო, 22 წუთი ითამაშა და 9 ქულა მოაგროვა.
მორიგ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხვალ, 27 აპრილს, ჩინეთის ნაკრებთან გამართავს.
საერთაშორისო ტურნირი. 26-28 აპრილი. გონგლუ აშშ 90:70 საქართველო 20:16, 26:14, 25:21, 16:16 საქართველო: გოგობერიშვილი (11), გოგნაძე (14ქ, 7მ), ფიფია, ლომიძე (9), ფევაძე, გვიანაძე, ცხოვრებოვი (3), კორსანტია (3), რევაზაშვილი (2), ზაქრაძე (23), გიორგაძე (5)