საქართველოს “ბ” ნაკრები რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან 52:68 დამარცხდა

საქართველოს “ბ” ნაკრები რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან 52:68 დამარცხდა

ჩინეთში მყოფმა საქართველოს ეროვნულმა „ბ“ ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა. ქალაქ ჩანგშუს საერთაშორისო ტურნირზე ქართველების მორიგი მეტოქე რუმინეთის ეროვნული გუნდი იყო. მომავალი, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთმა მასპინძელმა რუმინეთმა საქართველოს „ბ“ ნაკრებს 68:52 მოუგო.
ქართველებმა ტურნირის პირველ მატჩში პოლონეთის „ბ“ ნაკრებთან დიდი სხვაობით წააგეს, რუმინეთთან კი შედარებით დალაგებულად ითამაშეს, თუმცა წარმატების მიღწევა ვერ მოახერხეს. დავით უსტიაშვილისა და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი 14:20 წააგო, დიდი შესვენებისთვის კი რუმინელებს 25:34 ჩამორჩებოდა.

მესამე პერიოდი ფრედ – 15:15 დასრულდა, ხოლო დასკვნით 10-წუთეულში ქართველებმა ვითარების გამოსწორება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 16 ქულის სხვაობით –  52:68 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრებში 12-12 ქულით ბექა ბექაური და კახაბერ ჯინჭარაძე გამოირჩნენ. ბექაურმა 10 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლს უწია. 19 წუთში 8 ქულა დააგროვა გიორგი ორმოცაძემ, აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე კი 7 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები 6 ივლისს ჩინეთის ეროვნულ – „ბ“ ნაკრებს დაუპირისპირდება.
რუმინეთი 68:52 საქართველო 20:14, 14:11, 15:15, 19:12 საქართველო: როგავა (10 წთ), ჯინჭარაძე (29 წთ, 12 ქ), მიქელაძე (27 წთ, 4 პ), ბოლოქლიშვილი (19 წთ, 2 ქ), გოგოძე (4 წთ, 3 ქ), ჯგერენაია (9 წთ, 4 ქ), წივწივაძე (13 წთ), ორმოცაძე (19 წთ, 8 ქ), დვალიშვილი (20 წთ, 7 ქ, 3 მ), მათიაშვილი (20 წთ, 4 ქ, 5 მ), ბექაური (32 წთ, 12 ქ, 10 მ)