საქართველოს “ბ” ნაკრებმა “ლიონინგთან” მარცხი განიცადა

საქართველოს “ბ” ნაკრებმა “ლიონინგთან” მარცხი განიცადა

ჩინეთში, შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ეროვნულმა „ბ“ ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა. მეტოქე ისევ ის გუნდი გახლდათ, რომელთანაც ქართველებმა წინა შეხვედრ 6 ქულით დათმეს. ჩინეთის ჩემპიონატის ნახევარფინალისტმა „ლიონინგმა“ ამჯერად უფრო დამაჯერებლად იმარჯვა.
პირველი პერიოდი მეტ-ნაკლებად თანაბარი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 3 ქულით – 22:19 მოიგეს, თუმცა მეორეში უპირატესობა გაზარდეს და დიდ შესვენებაზე უკვე 11 ქულით ლიდერობდნენ.
დავით უსტიაშვილმა განაცხადში მყოფი 12-ივე კალათბურთელი ათამაშა და მათ დრო თითქმის თანაბრად გადაუნაწილა. ჩვენს გუნდში ყველაზე შედეგიანი 10 ქულითა და 6 მოხსნით ყველაზე შედეგიანი მიხეილ ჭოჭუა გახლდათ. 9-9 ქულა მოაგროვეს ბესო ლეჟავამ, სერგო ათუაშვილმა და ნოდარ გოგოძემ. ნოდარს ასევე 5 პასი დაუგროვდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.
საბოლოოდ „ლიონინგმა“ 88:71 იმარჯვა. საქართველოს ნაკრები საქართველოში დაბრუნებამდე კიდევ ერთ მატჩს გამართავს.

ლიონინგი – საქართველო B 71:88 22:19, 20:12, 20:16, 26:24
საქართველო გამყრელიზე 20 წუთი, 2 მოხსნა, 2 ქულა, 2 პასი, 2 ჩაჭრა ლეჟავა 19 წ, 9 ქ, 2მ, 2პ, 2 ჩ ჭოჭუა 20 წ, 10 ქ, 6 მ დვალიშვილი 20 წ, 6 ქ, 4 მ ლონდარიძე 15 წ, 2 ქ, 4 მ, 2 დაფარება ———————————————————————————– როგავა 20 წ, 7 ქ, 3 მ კახა ტომარაძე 13 წ, 4 ქ, 2 მ ზაქრაძე 13 წ, 2 ქ ათუაშვილი 12 წ, 9 ქ, 2 დ გოგოძე 21 წ, 9 ქ, 5 პ ლომოური 17 წ, 3 ქ, 3 პ, 2 მ ბულიავა 10 წ, 8 ქ, 6 მ