საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტს ღირსეულად დაემშვიდობა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტს ღირსეულად დაემშვიდობა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტს დაემშვიდობა. მოგება ლიტვასთან და ისრაელთან. წაგება გერმანიასა და უკრაინასთან. და ბოლო, გადამწყვეტი დაპირისპირება იტალიასთან, რომელშიც ქართველებმა ბოლომდე, ღირსეულად იბრძლოლეს. 19 ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს და ბოლო წუთზე წინაც გავიდნენ, თუმცა ყველაფერი ერთმა ბურთა გადაწყვიტა – იტალიამ 2 ქულით – 71:69 მოიგო და საქართველო ჯგუფის ბოლო მატჩში ისრაელი იმედად დარჩა.

ევრობასკეტის B ჯგუფის მასპინძელმა ისრაელმა უკრაინასთან თეთრი დროშა გამოფინა და უკრაინა პლეი ოფში შეატარა. საქართველოს  ნაკრები ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა, რაც 5 დღის წინ, ლიტვასთან მოგების შემდეგ თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა.
„დიდი მადლობა მოთამაშეებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და გამოაჩინეს ხასიათი – აღნიშნა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ქართველთა ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა – თამაშის მსვლეობისას 19 ქულას ვაგებდით, მაგრამ არ დავნებდით და საბოლოოდ ისევე ვიმსახურებდით გამარჯვებას, როგორც იტალია. ყველაფერი ერთმა სრლამ გადაწყვიტა და ჩვენ დავმარცხდით, თუმცა ყველას დავანახეთ, რომ გუნდი ვართ და მთავარიც ესაა“.
საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში 7 სექტემბერს, 21:00 საათზე, ბაქოს გავლით დაბრუნდება. 
საქართელო – იტალია 69:71 (სტატისტიკა)