საქართველოს ნაკრები თბილისის “დინამოს” ბაზაზე საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრებამდე შეკრების გავლას შეუდგა. ერთი დივიზიონით მაღლა ანაცვლება წელს შარშანდელზე რეალურია, რადგან ნაკრებში გაცილებით სოლიდური შემადგენლობა შეიკრიბა.
ვარჯიშები 3 დღის წინ დაიწყო და სამწვრთნელო შტაბი, რომლის შემადგენლობაშიც გორდონ ჰერბერტი, კენ შილდსი (იგი ჰერბერტს შარშანაც ეხმარებოდა), კენი ატკინსონი და დავით უსტიაშვილი შედიან, ეცდება, რომ ნაკრები ლუქსემბურგის (09.03), ავსტრიის (09.06), ისლანდიისა (09.09) და ფინეთის ნაკრებთა წინააღმდეგ მატჩებისთვის საუკეთესო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მზადყოფნაში იყოს.
ნაკრების სამწვრთნელო შტაბში სიახლეა – კენი ატკინსონს თავის მეგობარ და მისთვის სამაგალითო სპეციალისტად მყოფ ჰერბერტთან ერთად მუშაობის შანსი მიეცა. პროგრესირებადი დავით უსტიაშვილის (რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთავის “აზოტის” თავკაცად დაინიშნა) დახმარებით მწვრთნელთა ტრიუმვირატი (შილდსი ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება) ნაკრების ყველა მოთამაშის მზადყოფნის გაუმჯობესებას ეცდება.
ამ ეტაპზე ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ვარჯიშობს: ვლადიმერ ბოისა, ვახტანგ ნაცვლიშვილი, ტაირონ ელისი, გიორგი შერმადინი, კოტე ტუღუში, ირაკლი საყვარელიძე, ანატოლი ბოისა, გიორგი მარკოიშვილი, შიო ხეცურიანი, გიორგი გამყრელიძე, გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი და ვიქტორ სანიკიძე. ზაზა ფაჩულია, დავით უგრეხელიძე და ნიკოლოზ ცქიტიშვილი ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან.