საქართველოს ეროვნული ნაკრების მესამე მეტოქე ტრიესტის ტურნირზე მიჩიგანის უნივერსიტეტი იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების მესამე მეტოქე ტრიესტის ტურნირზე მიჩიგანის უნივერსიტეტი იქნება

გაირკვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მესამე მეტოქე იტალიის ქალაქ ტრიესტში გასამართ საერთაშორისო ტურნირზე. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპე იგორ კოკოშკოვის გუნდი რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ტრიესტში, 28-30 აგვისტოს გასამართი შეჯიბრია.
იტალიისა და საქართველოს ნაკრებთან ერთად ტრიესტის ტურნირში რუსეთის ნაკრებიც ასპარეზობს. აქამდე გაურკვეველი იყო ოთხთა ტურნირის ბოლო მონაწილე. როგორც იტალიური ტურნირის ორგანიზატორებმა გვაცნობეს, ტრიესტის ტურნირის მეოთხე მონაწილე ამერიკის სტუდენტური ლიგის აღმოჩენა „მიჩიგან სტეიტ სპარტანსია“. მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდი NCAA-ს ოთხთა ფინალში გავიდა და ხვალ ნახევარფინალურ მატჩში დიუკის უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.

მიჩიგანელებმა ამერიკის სტუდენტური ლიგის მიმდინარე სეონში 27 მატჩი მოიგეს და 11 წააგეს. სეზონის დასკვნითი ნაწილი ტრიესტის ტურნირის მონაწილემ აღმავლობით გაიარა და NCAA-ს ტურნირში ოთხთა ფინალში გასვლამდე მიყოლებით დაამარცხხა ჯორჯიის, ვირჯინიის, ოკლაჰომას და ლუისვილის ცნობილი საუნივერსიტეტო გუნდები.