საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი დაამარცხა. თბილისის მერიის თასზე, რომელსიც 4 ეროვნული ნაკრები ასპარეზობს, იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ქართველებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს და ხვალ, 4 აგვისტოს ბელარუსს ფინალის ტოლფას მატჩში დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრებს მესამე მეოთხედში ოდნავ გაუჭირდა და პირველი ტაიმის შემდეგ 13 ქულით დაწინაურებული, 1 ქულით – 51:52 ჩამორჩა. მეორე ტაიმსი მოედანზე არ გამოჩენილა ვიქტორ სანიკიძე, რომელიც წელის ტკივილმა შეაწუხა და მისი არყოფნა ნაკრებს ძლიან დაეტყო. თუმცა მატჩის დასკვნიტ ნაწილში თავისი სიტყვა თქვა ნაკრების კაპიტანმა – ზაზა ფაჩულიამ ბრიტანელთა ფარქვეშეთი დაიპყრო და მას მეურვეები ჯარიმებით თუ აჩერებდნენ.
საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა სასურველ, 13-ქულიან გამარჯვებას მიაღწია და ხვალ, თბილისის მერიის თასის მოსაგებად ჩვენსავით დაუმარცხებელ ბელარუსს შეხვდება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
დავით უსტიაშვილი(საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი): განსხვავებულად ვითამაშეთ, პირველი 20 წუთი გუნდი კარგად გამოიყურებოდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.მეორე ნახევარში ცუდად ვიასპარეზეთ, კმაყოფილი ვერავინ ვერ იქნება. სამწუხაროდ, ვიქტორ სანიკიძემ წელის ტრავმის გამო კვლავ ვერ შეძლო თამაში, მალე უკვე ოფიციალური მატჩები გვაქვს და არ გვინდოდა მისი დატვირთვა. თუ ხვალაც ასეთი ტკივილები ექნება, ისევ ვერ ითამაშებს. ვიქტორი გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა, მითუმეტეს 3 ძლიერი მოთამაშე გვაკლია. შევეცდებით, ხვალ უკეთ ვიასპარეზოთ.
ჯო პრუნტი(დიდი ბრიტანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ორივე გუნდისთვის რთული თამაში იყო, ძალიან კარგი მომენტები გვქონდა როგორც ჩვენ, ისე ჩვენს მეტოქეს, თუმცა ჩავარდნებიც საკმაოდ ბევრი იყო. დაცვაში თამაშით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით გუშინდელის შემდეგ, აშკარად გავაუმჯობესეთ, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. შეტევაში შესრულების დონე შედარებით დაბალი გვქონდა.მივულოცავ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას, ძალიან ძლიერი გუნდია და ასევე საკმაოდ ძლიერი მწვრთნელი ჰყავს.
ზაზა ფაჩულია(საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი): პირველ ტაიმში უკეთ ვიასპარეზეთ, უფრო კარგად მიდიოდა თამაში როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, რასაც ვერ ვიტყვი მეორე ტაიმზე. იყო ბევრი შეცდომა და ეს ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ მეორე ნახევრიდან ვიქტორ სანიკიძემ ვერ გააგრძელა თამაში და ასეთი სერიოზული მოთამაშის დანაკლისი სიტუაციას ართულებს. მინდა ყველა დადებითად უყურებდეს მომავალ თამაშებს, ჩვენ მოვახერხეთ და ზედიზედ ორჯერ ჩვენი ძალებით გავედით ევრობასკეტზე. გვესმის, რომ არის პრობლემები და არის შეცდომები, თუმცა ეს ტრაგედია არ არის, ყველას მოვუწოდებ იმედიანად და დადებითად შეხედოს თამაშებს, მაქსიმალისტები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის.
დენიელ კლარკი(დიდი ბრიტანეთის ეროვნული ნაკრების წევრი):საკმაოდ დაძაბული, საინტერესო და ფიზიკურად რთული თამაში გამოვიდა. გუშინდელის შემდეგ, ვფიქრობ, ეს თამაში ჩვენთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, დაცვაში კარგად ვითამაშეთ. რაც შეეხება შეტევას, ბურთის გათამაშება უკეთესად გამოგვდიოდა, ვიდრე შეტევების დაგვირგვინება. თუმცა პროგრესი აშკარად გვქონდა და ჩვენთვის ეს არის მთავარი.
ბელარუსი – მოლდოვა 60:38
ფოტოგალერეა:
https://www.facebook.com/GeoBasketball/photos_stream