საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთთან 71:86 წააგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთთან 71:86 წააგო

საქართჩელოს ეროვნულმა ნაკრებმა ანტიბის საერთაშორისო ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი გუნდი სერბეთის დამარცხების შემდეგ მასპინძლებს შეხვდა და 71:86 წააგო. 
 
საქართველოს ნაკრებმა ფრანგებს თავი არ დააჩაგვრინა. მატჩის დასაწყისში და მეორე მეოთხედშიც ქართველები ფრანგებს ტოლს არაფერში უდებდნენ და ვერავინ იტყოდა, რომ ერთმანეთს თანაბარი გუნდები არ ხვდებოდნენ. თამაშის სცენარიდან გამომდინარე, მოედანზე არაფრით განხვავებული გუნდები იყვნენ. საქართველოს ნაკრები მაშინ ჩამორჩა, როცა მოედანზე სათადარიგოები გამოვიდნენ და კოკოშკოვის გუნდის დაცვას ეფექტურობა დაეკარგა.
 

რიკი ჰიკმანმა ფრანგებს 12 ქულა ჩაუგდო
 
საქართველოს ნაკრებმა თამაში შთამბეჭდავად დაიწყო. შეხვედრის პირველი ბურთი ლამაზი კომბინააციით ჩააგდო, უფრო სწორად კი ჩატენა ვიქტორ სანიკიძემ, რომელსაც გიორგი ცინცაძემ პერიმეტრსმიღმიდან ალე-იუპი დაუკიდა. ამას მოჰყვა თავად ცინცაძის ორქულიანი და გიორგი შერმადინის ჩატენვა – შედეგად ქართველები 6:1 დაწინაურდნენ.
 
ფრანგებიც გამოფხიზლდნენ. ტონი პარკერმა შედეგიანი გარღვევა განახორციელა, ხოლო შემდეგ 3-ქულიანები მიითვალეს ნანდო დე კოლომ და მიქაელ ჟელაბალემ, რის შემდეგაც ფრანგები 9:6 დაწინაურდნენ. მეოთხედის დარჩენილ დროში ფრანგებს ხელი შარლ კაუდიმ და ბორის დიაომ შეაშველეს და პირველი შესვენებისთვის მასპინძლები 24:19 იგებდნენ. მცირე შესვენების შემდეგ თამაში შერმადინის ზუსტი საჯარიმოებით და ლევან ფაცაციას სამქულიანით განახლდა, რის შემდეგაც ანგარიში გათანაბრდა – 24:24.
 
აქ კი საქართველოს ნაკრებმა შედეგიანობას უკლო, რაც გაუმართავი დაცვის ბრალი იყო. ქართველებს არაერთხელ გამოეპარათ ფრანგი შემტევები – იოან პეტრო, დიაო, ჟელაბალე, რითაც დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდეს – 48:31.
 

 
მატჩის მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა და შესაბამისად სხვაობაც არ მცირდებოდა. ქართველები ახერხებდნენ დეფიციტის 13-15 ქულამდე შემცირებას, მაგრამ მეტი აღარ გამოსდიოდათ და საფრანგეთის ნაკრებიც გამარჯვებამდე ღირსეუად მივიდა.
 
საქართველოს ნაკრებში ბომბარდირი კვლავ გიორგი ცინცაძე (13 ქულა, 3 პასი) გახდა, გიორგი შერმადინმა 12 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, ხოლო რიკი ჰიკმანმა 22:42-წუთიანი თამაშის შემდეგ 12 ქულა მოაგროვა.
 
საქართველოს ნაკრები საფრანგეთიდან 19 აგვისტოს, გამთენიისას ჩამოვა, რის შემდეგაც თბილისში 4-დღიან შეკრებას გაივლის და ისრაელისკენ, მორიგი ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად გაემგზავრება.
 
ანტიბის საერთაშორისო ტურნირი. 17 აგვისტო
საფრანგეთი 86:71 საქართველო
24:19, 24:12, 20:20, 18:20
სრული სტატისტიკა: 86:71
საფრანგეთი: პეტრო (21 წ. 9 ქ. 8 მ. 3 პ.), პარკერი (17 წ. 2 ქ.), დე კოლო (23 წ. 11 ქ. 4 მ.), დიაუ (22 წ. 14 ქ. 3 მ. 6 პ.), ჟელაბალე (18 წ. 12 ქ. 4 მ.); ლოვერნი (15 წ. 11 ქ. 4 მ.), დიო (17 წ. 2 ქ. 6 პ.), კაჰუდი (22 წ. 8 ქ.), უერტელი (23 წ. 11 ქ.), პიეტრუსი (21 წ. 6 ქ. 4 მ.).
საქართველო: ცინცაძე (31 წ. 13 ქ. 3 პ.), შერმადინი (26 წ. 12 ქ. 6 მ.), მარკოიშვილი (11 ქ.), ფაცაცია (15 წ. 3 ქ.), სანიკიძე (29 წ.     8 ქ. 4 მ.); ჰიკმანი (23 წ. 12 ქ. 3 მ.), მეტრეველი (7 წ. 2 ქ.), სანაძე (6 წ. 2 ქ.), ცქიტიშვილი (8 წ. 5 ქ. 3 მ.), ბურჯანაძე (3 წ.), ლეჟავა (7 წ.), ფხაკაძე (10 წ. 3 ქ.), შარაბიძე (7 წ.).
ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა საკონტროლო მატჩები
16 აგვისტო
სლოვენია – ბოსნია-ჰერცეგოვინა 70:54
ხორვატია – ჩერნოგორია 72:60
თურქეთი – ჩეხეთი 75:68
 
17 აგვისტო
ესპანეთი – გერმანია 85:54
პოლონეთი – ისრაელი 75:72
მაკედონია – ლიტვა 50:62
ბელგია – იტალია 76:57
თურქეთი – ჩეხეთი 110:100
რუსეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა 80:67