საქართველოს ჰიმნი და “მრავალჟამიერი” “გოლდენ სტეიტი” – “მემფისის” მატჩზე

საქართველოს ჰიმნი და “მრავალჟამიერი” “გოლდენ სტეიტი” – “მემფისის” მატჩზე

პირველად, ისტორიაში, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მატჩზე ქართული ჰიმნი შესრულდა. ანსამბლმა “შვიდკაცამ”, “გოლდენ სტეტისისა” და “მემფისის” მატჩის დაწყებამდე და მისი შესვენებისას რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა. ცხადია, პირველი გახლდათ ამერიკის ეროვნული ჰიმნი, რომელიც ქართულმა ანსამბლმა მატჩის დაწყებამდე იმღერა და მაყურებელთა ოვაციები დაიმსახურა.

არანაკლები აპლოდისმენტები მოჰყვა “შვიდკაცას” მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნსა და “მრავალჟამიერს”, რომელიც ქართველებმა მატჩის დიდ შესვენებაზე შეასრულეს. აღნიშნული პროექტი ზაზა ფაჩულიასა და კომპანია “გალფის” “გოლდენ სტეიტის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგად განხორციელდა. თავად ფაჩულიას მატჩში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ის დარბაზში იმყოფებოდა “შვიდკაცას” უბადლო შესრულების გამო მილოცვებს იღებდა.

შეხვედრა “გოლდენ სტეიტმა” 97:84 მოიგო. 

🏀 ამერიკის ეროვნული ჰიმნი ანსამბლ შვიდკაცას შესრულებით Oracle Arena-ზე! 🇺🇸

Posted by Shvidkatsa Ensemble Shvidkaca on 2017 m. gruodis 20 d.

საქართველო ეს შენთვის! 🇬🇪ქართული ეროვნული ჰიმნი და მრავალჟამიერი შვიდკაცას შესრულებით NBA-ის მატჩის შუალედში 🏀

Posted by Gulf Georgia on 2017 m. gruodis 20 d.

#შვიდკაცა 👏🏽👏🏽👏🏽❤️აშშ-ში, ოკლენდში, Oracle Arena-ზე, NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩზე შესვენების დროს, რომელშიც ერთმანეთს “გოლდენ სტეიტი“ და “მემფისი“ დაუპირისპირდნენ, ქართულმა “შვიდკაცამ” მრავალჟამიერი შეასრულა. მანამდე, მატჩის დაწყებამდე შვიდკაცამ აშშ-ის ჰიმნი შეასრულა.

Posted by Nanuka Kajaia on 2017 m. gruodis 20 d.