საქართველოს კადეტთა ნაკრები თურქული ტურნირის ბოლო მატჩშიც დამარცხდა

წარუმატებლად დაასრულა თურქეთის ქალაქ საქარიაში მიმდინარე კადეტთა საერთაშორისო ტურნირი გელა წულაძის ნაკრებმა, რომელიც ტურნირის უკანასკნელ დღეს უკრაინასთან 57:75 დამარცხდა და ტურნირი მოუგებლად ჩაამთავრა.

წინა მატჩის დარად, მერაბ ბოქოლიშვილი კვლავ ჩვენი გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო და საბოლოოდ, შეხვედრა 16 ქულით დაასრულა, ხოლო ლევან ელიაძის მონაგარი კი 8 ქულა და 9 მოხსნა გახლდათ.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.