საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის განცახადება

თბილისის მერიის თასის გახსნის მატჩი ტექნიკური ხარვეზების თანხლებით ჩატარდა. ტურნირის პირველ მატჩში, რომელშიც საქართველო ესტონეთს ხვდებოდა, მწყობრიდან გამოვიდა სპორტის სასახლის ტაბლო და მატჩის მონაწილეებთან ერთად გულშემატკივარს დისკომფორტში უწევდა ყოფნა.
საკალათბურთო მატჩის ჩასატარებლად აუცილებელი პირობების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სპორტის სასახლის დირექციაა, რომელმაც ტაბლოს თამაშის დღეს საგანგებო შემოწმება ჩაუტარა. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ტაბლო გამართულად მუშაობდა, თამაშის წინ ის მწყობრიდან გამოვიდა და მატჩის ჩატარებას პრობლემები შეუქმნა. მომხდარის გამო წუხს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სასახლის ტექნიკურ გამართულებაზე პასუხისმგებლობა არ აკისრია, ბოდიშს უხდის დარბაზში საქართველოს ნაკრების საქომაგოდ მოსულ ათასობით გულშემატკივარს. სამწუხაროდ, ფედერაციას არ გააჩნია საკუთარი დარბაზი, რათა საერთაშორისო და შიდასაჩემპიონატო მატჩებს უმასპინძლოს და მათ გამართულად ჩატარებაზე  გულშემატკივარის წინაშე სრული პასუხისმგებლობა აიღოს.