საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-რელიზი

დღეს დილას საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინაში გაემგზავრა, რითაც დაიწყო კიდეც ის 18-დღიანი  უცხოური შეკრება, რომლის განმავლობაშიც ჩვენები 7 ამხანაგურ მატჩს გამართავენ  ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ გუნდებთან.

იგორ კოკოშკოვი(ცენტრში) ვარჯიშზე მითითებებს იძლევა
საქართველოს ნაკრების განრიგი ასეთია:
15-16 აგვისტოს კიევში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს ორჯერ გაეჯიბრება;
17 აგვისტოს ქართველები თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში ჩავლენ, სადაც 23 აგვისტომდე საწვრთნელო შეკრებას გაივლიან;
25 – 27 აგვისტოს საქართველოს ნაკრები რიგის ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ლატვიის, საფრანგეთისა და ჩეხეთის ეროვნულ გუნდებს გაეჯიბრება;
29-30 აგვისტოს კი ჩვენები უკვე ვენაში იქნებიან და ავსტრიის ნაკრებთან 2 საკონტროლო შეხვედრას ითამაშებენ.
ეროვნული ნაკრები საქართველოში  31 აგვისტოს დაბრუნდება და B დივიზიონის მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.
საქართველოს ნაკრები კიევში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:
უკანახაზელები: ლაშა გამყრელიძე (ენერჯი-ინვესტი), კოტე ტუღუში (ენერჯი-ინვესტი), გიორგი ცინცაძე (როკი,ესტონეთი), ტაირონ ელისი (კახასოლი, ესპანეთი), ანატოლი ბოისა (ავიამშენი)
ფორვარდები: ვიქტორ სანიკიძე (უგუნდო), მიხეილ ბერიშვილი (ენერჯი-ინვესტი), კოსტანტინე ტომარაძე (ბარსელონა, ესპანეთი), თორნიკე შენგელია (პამესა, ესპანეთი), ვლადიმერ ბოისა (უგუნდო), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო, იტალია)
ცენტრები: დავით უგრეხელიძე (უგუნდო), გიორგი შერმადინი (მაკაბი)
მთავარი მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი
ასისტენტები: დავით უსტიაშვილი, ჯეისონ სტოდტი
ექიმი: თემურ ყიფშიძე
მასაჟისტი: თემურ ხვედელიძე 
ფიზმომზადების მწვრთნელი: ავთანდილ ბერიძე
ნაკრებს 17 აგვისტოს სტამბოლში შეუერთდება “ატლანტა ჰოუქსის” ცენტრიზაზა ფაჩულია, რომელმაც შეკრების დაწყებამდე იგორ კოკოშკოვს პირადად სთხოვა გათავისუფლება.

ზაზა ფაჩულიას კოკოშკოვი სტამბოლში დაელოდება
ესეც საქართველოს ნაკრების B დივიზიონის მატჩების პირველი წრის განრიგი:
5 სექტემბერი, თბილისი      საქართველო – ლუქსემბურგი
10 სექტემბერი, დუბლინი    ირლანდია – საქართველო 
13 სექტემბერი, თბილისი     საქართველო – სლოვაკეთი
17 სექტემბერი, უმეო          შვედეთი – საქართველო