საქართველოს ნაკრები 3X3 კალათბურთის ევროშესარჩევ ტურნირს იწყებს

საქართველოს ნაკრები 3X3 კალათბურთის ევროშესარჩევ ტურნირს იწყებს

 საქართველოს 3X3 კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში იასპარეზებს და ფინალურ ეტაპზე გასვლას შეეცდება. სამიდან ერთ-ერთი შესარჩევ ტურნირს ანდორა უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ჩათვლით 9 ნაკრები მოიყრის თავს და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 4 საგზურისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრების ღირსებას სუპერლიგის 3 და  „ა“ ლიგის 1 მოთამაშე დაიცავენ. ანდორაში გამგზავრებულ ჩვენი ქვეყნის ნაკრებში ვახტანგ ქადარია, ზვიად ანთაძე, ბექა ჩიკვილაძე და აკაკი ლომოური იასპარეზებენ.
შესარჩევი ტურნირის 9 მონაწილე ჯერ განითესა, რისი მიხედვითაც 2 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს ნაკრები ტურნირზე მე-4 ნომრად იქნა განთესილი პირველი სლოვენიის, ანდორასა და ჩეხეთის ნაკრებების შემდეგ.
საქართველოს ნაკრები პირველ, 5 გუნდუან ჯგუფში მოხვდა სლოვენიის, ესპანეთის, ირლანდიისა და ლატვიის ნაკრებებთან ერთად. ჯგუფიდან 4 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა, ხოლო მეორე ჯგუფიდან პლეი ოფში ოთხივე გუნდი გავა. მიზნის მისაღწევად მეოთხედფინალური მატჩის მოგებაა საჭირო. ნახევარფინალში გასული 4 გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 2-4 სექტემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების კალენდარი: 25.06   საქართველო – ირლანდია     12:50 25.06.  სლოვენია – საქართველო      16:10 25.06   საქართველო – ესპანეთი        19:10 26.05   ლატვია – საქართველო          13:40 მითითებულია საქართველოს დროები
პირდაპირი ტრანსლაცია: