საქართველოს ნაკრები თბილისშია და 20 აგვისტოს ღია ვარჯიშს სპორტის სასახლეში გამართავს

საქართველოს ნაკრები თბილისშია და 20 აგვისტოს ღია ვარჯიშს სპორტის სასახლეში გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები საქართველოშია. იგორ კოკოშკოვის გუნდი თბილისში დღეს, გამთენიისას, საფრანგეთიდან ჩამოფრინდა. საქართველოს ნაკრები სასტრუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დაბინავდა.
ეროვნული ნაკრები დღეს, 19 აგვისტოს დაისვენებს, ხოლო ხვალიდან ვარჯიშებს განაახლებს. საქართველოს ნაკრები თბილისში 23 აგვისტომდე დარჩება, 24-ში გამთენიისას კი გეზს ისრაელისკენ აიღებს, სადაც მორიგ საკონტროლო მატჩებს გამართავს. ისრაელიდან ნაკრები ლიტვაში გაემგზავრება ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად და 2 სექტემბერს სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ  ჩარტერული რეისით ჩავა.
ხვალ, საქართველოს ნაკრები მასმედიისთვის ღია ვარჯიშს გამართავს. ჟურნალისტებს ვთხოვთ, სპორტის სასახლეში 20 საათისთვის, ადმინისტრაციული შესასვლელიდან მოვიდნენ.