ზაზა ფაჩულიას მორიგი ბენეფისი და მოგება დანიასთან
საქართველო – დანია 88:6826:25, 22:14, 18:19, 22:10
საქართველო: ცინცაძე (26 წთ. 12 ქ. 8 პ. 3 ჩ), ა. ბოისა (15 წთ. 4 ქ), მანუჩარ მარკოიშვილი (14 წთ. 4 ქ), ბაბიაშვილი (23 წთ. 10 ქ. 4 მ), ფაჩულია (34 წთ. 37 ქ. 9 მ) – გამყრელიძე (28 წთ. 7 ქ), უგრეხელიძე (21 წთ. 1 ქ. 6 მ), შერმადინი (2 წთ. 2 ქ), ლეჟავა (21 წთ. 11 ქ. 2 მ), ტუღუში (8 წთ. უქულოდ), გიორგი მარკოიშვილი (7 წთ). ბულგარეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ნაკრებმა ოთხთა ტურნირზე გამოსვლა ზედიზედ მეორე გამარჯვებით დაასრულა. ბულგარეთთან წაგებისა და მაკედონიის ძლიერ ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში მოგების შემდეგ, კენ შილდსის შეგირდებმა დანიას 88:68 მოუგეს.მატჩი თავიდან თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ლიდერობა ხშირად იცვლებოდა. საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია მის კაპიტანს, გამოცდილ ვახტანგ ნაცვლიშვილს, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა დაასვენა. მის ნაცვლად მძიმე ფორვარდად “თბილავიამშენის” წევრი ზვიად ბაბიაშვილი დადგა. აქვე აღვნიშნოთ, რომ მან, ისევე როგორც თსუ-ს წევრმა ბესიკ ლეჟავამ საკმაოდ კარგად ჩაატარეს შეხვედრა. ბაბიაშვილმა 23 წუთში 10 ქულა დააგროვა, ხოლო ლეჟავას ანგარიშზე კი 21 წუთში 5-დან 3 ზუსტი სამქულიანი იყო.მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები 10 ქულით გადის წინ, დიდ შესვენებაზე კი შილდსის გუნდი 48:39 არის დაწინაურებული.დიდი შესვენების შემდეგ ზაზა ფაჩულია შეუჩერებელი გახდა. “ჰოქსის” ვარსკვლავმა საბოლოოდ 19-დან 15 “ცოცხალი” სროლა გამოიყენა და 13 საჯარიმოდან 7 შეასრულა ზუსტად.
პირველ ნახევარში ფეხი იტკინა ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა, “ბ.კ. კიევის” ახალწვეულმა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც საბოლოოდ მხოლოდ 14 წუთი დაჰყო მოედანზე – მწვრთნელები მის თამაშს მოერიდნენ.რუსთავის “აზოტის” წევრმა კოტე ტუღუშმა გადამეტებული პერსონალურების გამო მოედანზე დიდი ხანი ვერ დაჰყო, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი არცერთ მოთამაშეს არ მიუღია 5 პერსონალური. დაცვა გაცილებით აკურატულად თამაშობდა და დაზღვევაზეც ნაკლები პრობლემები გვექმნებოდა.მიეცა თამაშის საშუალება ახალგაზრდა გიორგი შერმადინსაც, რომლის მონაგარიც 2 წუთში ამდენივე ქულა იყო.საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა პირველი ტესტ-ტურნირი 2 მოგებითა და 1 წაგებით დაასრულა, მისი ლიდერი ზაზა ფაჩულია კი მატჩიდან მატჩამდე უმატებდა და საბოლოოდ, ფენომენალური სტატისტიკით ჩაამთავრა ბულგარული ტურნე.
დავით უსტიაშვილი (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): “მიუხედავად იმისა, რომ პირველ მეოთხედში დიდი სხვაობით წინ გასვლა ვერ შევძელით, თამაში თავიდანვე ჩვენი კარნახით მიდიოდა. კენ შილდსმა თამაშის საშუალება ყველას მისცა, ვახტანგ ნაცვლიშვილი კი დაასვენა.ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში ბესიკ ლეჟავა, რომელმაც სამი სამქულიანი საკმაოდ კარგი პროცენტული მაჩვენებლით გამოიყენა, ხოლო ზვიად ბაბიაშვილმა კი პირველ შეხვედრასთან შედარებით აქტიურად და გაცილებით აკურატულადაც ითამაშა.მოვერიდეთ მანუჩარ მარკოიშვილის მეორე ნახევარში დატვირთვას, რადგან მან თავიდანვე ფეხი იყკინა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მანუს აღარ უთამაშია.შედეგი ნორმალური ვაჩვენეთ და როგორც კი გუნდს ვიქტორ სანიკიძე, ვლადიმერ ბოისა, ტაირონ ელისი და ნიკა ცქიტიშვილი შეუერთდებიან, უფრო მობილური, მრავალმხრივი შემადგენლობა გვეყოლება.”
ზაზა ფაჩულია: “პირველ შეხვედრაში დაღლილობამ იჩინა თავი. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ბულგარელებმა ტემპს უმატეს და ამის ხარჯზე მოგვიგეს. თანაც, რიგიანად დასვენებაც ვერ მოვასწარით.მეორე შეხვედრიდან მოყოლებული კი ნაკრები ნელ-ნელა აუმჯობესებს თამაშის ხარისხს.- საკუთარ თამაშს როგორ დაახასიათებდი?- ვაცნობიერებ, რომ ნაკრების ლიდერი ვარ და არ მაქვს უფლება, ზედმეტი ჯარიმებით გუნდი საფრთხის წინაშე დავაყენო.- სამივე თამაშში რაღაც არაჩვეულებრივი პროცენტით ასრულებ თამაშიდან ტყორცნებს.- მთელი ზაფხული ამ და სხვა სათამაშო კომპონენტებზე ვმუშაობდი. მიღწეულით არასოდეს ვკმაყოფილდები და მსურს, რაც შეიძლება სწრაფად გავაუმჯობესო თამაშის ის კომპონენტები, სადაც პრობლემები მექმნება. ისე, თამაშიდან მართლაც კარგად ვისროლე ბურთი. ცხადია, ნაკრები ჩემი მტავარი პრიორიტეტია, თუმცა ზაფხულში ნამუშევარი მერე ამერიკაშიც გამომადგება, სადაც მორიგი დამქანცველი, მაგრამ საინტერესო რეგულარული მელის.- დაგვეთანხმე, რომ წინ გაცილებით რთული მატჩები გველის.- რა თქმა უნდა. ისლანდიაში მძიმე შეხვედრა გვაქვს, თბილისში ფინეთის ძლიერი ნაკრები ჩამოდის. ტესტ-მატჩები ამ შეხვედრებისთვის საუკეთესოდ მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი მიზანი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
ბულგარეთი – მაკედონია 79:69 (25:7, 16:23, 18:17, 20:22)
საბოლოო მდგომარეობა1. ბულგარეთი 3:0 6 ქულა2. საქართველო 2:1 53. მაკედონია 1:2 44. დანია 0:3 3