საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერბი იგორ კოკოშკოვია

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად დანიშნა “დეტროიტ პისტონსის” (NBA) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, სერბი სპეციალისტი იგორ კოკოშკოვი
იგორ კოკოშკოვი (სერბეთი)

 დაიბადა 1971 წლის 17 დეკემბერს ბელგრადში (იუგოსლავია)1993 წელს დაამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტი.     საკლუბო კარიერა:• 1992-1994 – `ბკ ბელგრადის~ (იუგოსლავია) ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი• 1994-1995 – `ბკ ბელგრადის~ (იუგოსლავია) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი• 1995-1996 – `ბკ ბელგრადის~ (იუგოსლავია) მთავარი მწვრთნელი. 24 წლისა გახდა იუგოსლავიის კალათბურთის ისტორიაში უმაღლესი ლიგის გუნდის ყველაზე ახლგაზრდა მთავარი მწვრთნელი.• 1996-1997 – ბელგრადის `პარტიზანის~ (იუგოსლავია) ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი.• 1999-2000 – მისურის უნივერსიტეტის (აშშ-ს უმაღლესი სტუდენტური დივიზიონი) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. პირველი ევროპელი, რომელმაც დაიკავა აშშ-ს უმაღლესი სტუდენტური დივიზიონის გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობა.• 2000-2003 – `ლოს ანჯელეს კლიპერსის~ (ნბა) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. პირველი არა-ამერიკელი, რომელმაც დაიკავა ნბა-ს კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობა.• 2003-დღემდე – `დეტროიტ პისტონზის” (ნბა) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.
    სანაკრებო კარიერა:• 1997-1999 – იუგოსლავიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.• 2004 – სერბეთი-ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ათენის ოლიმპიურ თამაშებზე.• 2005 – სერბეთი-ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ევროპის ჩემპიონატზე.
• კალათბურთის ფედერაცია, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილავდა შემდეგ კანდიდატურებს: იგორ კოკოშკოვი (სერბეთი), ვალდის ვალტერსი (ლატვია), ტომო მაჰორიჩი (სლოვენია), კესტუტის კემზურა (ლიტვა), საშა ფილიპოვსკი (სლოვენია), კენი ატკინსონი (აშშ), არიკ შივეკი (ისრაელი)• კალათბურთის ფედერაციასა და იგორ კოკოშკოვს შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2008 წლის 11 აპრილს.• 2008 წლის 16 აპრილს იგორ კოკოშკოვი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დამტკიცებულ იქნა კალათბურთის ფედერაციის გამგეობის მიერ.• ხელშეკრულება კალათბურთის ფედრაციასა და იგორ კოკოშკოვს შორის გაფორმრბულია 2+2 წლის ვადით.• პირველი 2-წლიანი საკონტრაქტო ვადის განმავლობაში, კალათბურთის ფედერაციის მიერ მთავარი მწვრთნელისათვის დასახული მიზანი, ეროვნული ნაკრების ა დივიზიონში ანაცვლებაა.• პირველი 2-წლიანი საკონტრაქტო ვადის გასვლის შემდეგ, მხარეები განიხილავენ ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გაგრძელების შესაძლებლობას მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე.• ამჟამად მიმდინარეობს ფედერაციასა და მთავარ მწვრთნელს შორის  კონსულტაციები ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი სრული გეგმისა და საკონტროლო მატჩების ირგვლივ.
ამ ეტაპზე ფედერაციამ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებით უკვე დაგეგმა და დაასტურა შემდეგი საკონტროლო მატჩები:- 15 და 16 აგვისტო – ამხანაგური მატჩები უკრაინის ნაკრებთან (კიევში)- 25-27 აგვისტო, საერთაშორისო ტურნირი რიგაში (ლატვია), მონაწილეობენ: საქართველო, ლატვია, საფრანგეთი, ჩეხეთი
• უახლოეს პერიოდში მთავარი მწვრთნელი დაასახელებს თავის ასისტენტებს