კაფე “მსოფლიო სპორტში” გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, ვიცე-პრეზიდენტი ლაშა ძიძავა და გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი დაესწრნენ. მასმედიელებს შეხვედრის ორგანიზატორებმა საქართველოს ნაკრების დამდეგი მოსამზადებელი გეგმა გააცნეს.
საქართველოს ნაკრების მომზადების და თამაშების გეგმა (2007 წლის 2 ივლისი – 15 სექტემბერი)
• 2-7 ივლისი – გასინჯვა, ინდივიდუალური მომზადება, ფიზმომზადება;თბილისი (საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელები და ნაკრების ახალი კანდიდატები) • 18-21 ივლისი – შეკრება თბილისში (სრული შემადგენლობა)
• 22 ივლისი – გამგზავრება ბულგარეთში23-25 ივლისი – საერთაშორისო ტურნირი სოფიაში, ბულგარეთი (მონაწილეობენ: ბულგარეთი, საქართველო, მაკედონია, ისრაელი. 3 თამაში)
• 26 ივლისი – გამგზავრება ბულგარეთიდან პოში (საფრანგეთი)27 ივლისი-2 აგვისტო – შეკრება პოში
• 2 აგვისტო – გამგზავრება პორტუგალიაში3-5 აგვისტო – საერთაშორისო ტურნირი სან ჟოაო დე მადეირაში, პორტუგალია (დღევანდელი მონაცემებით მონაწილეობენ: პორტუგალია, საქართველო, დიდი ბრიტანეთი, ტუნისი)
• 6 აგვისტო – გამგზავრება პორტუგალიიდან პოში7-19 აგვისტო – შეკრება პოში (სავარაუდოა 1-2 ამხანაგური მატჩი)20 აგვისტო – გამგზავრება პოდან ლუქსემბურგში
• 21 აგვისტო – ლუქსემბურგი-საქართველო22 აგვისტო – გამგზავრება თბილისში
• 25 აგვისტო – საქართველო-ავსტრია
• 27 აგვისტო – გამგზავრება ისლანდიაში29 აგვისტო – ისლანდია-საქართველო30 აგვისტო – გამგზავრება თბილისში
• 1 სექტემბერი – საქართველო-ფინეთი
ფლეი ოფში გასვლის შემთხვევაში• 2-10 სექტემბერი – შეკრება თბილისში• 11 და 15 სექტემბერი – ფლეი ოფის მატჩები (მეტოქე და ჩატარების ადგილები დადგინდება მოგვიანებით)