პირველი მეოთხედის შემდეგ საქართველოს ნაკრები ქულით მარცხდება მაკედონიასთან. იგორ კოკოშკოვის გუნდმა შეხვედრა საინტერესო ხუთეულით დაიწყო: ფაჩულიას ნაცვლად ცენტრის პოზიციაზე ვლადიმერ ბოისა გამწესდა, ხოლო მძიმე ფორვარდად ნიკოლოზ ცქიტიშვილი. ქართველებმა საკმაოდ კარგად დაიწყეს შეხვედრა და საწყისი ათწუთეულის დიდი უმეტესობა ლიდერობდნენ.
მეორე მეოთხედში მაკედონიელებმა დაცვა გაამაგრეს, მათმა ამერიკელმა ლეგიონერმა მაკკალებმა კი რამდენჯერმე გაარღვია ქართველების დაცვა. მეორე მეოთხედის შუაში მაკედონიელთა ლიდერობამ 10 ქულას მიაღწია – 14:24.
საქართველოს ნაკრებმა ამის შემდეგ მწყობრი დაცვა დააყენა, რომელსაც მაკედონიელები ვერაფრით ვერ არღვევდნენ. 4 წუთის განმავლობაში ჩვენმა მეტოქემ თამაშიდან ბურთი ვერ ჩააგდო. მხოლოდ 1 ქულა მიითვალა საჯარიმოდან. შესაბამისად, კოკოშკოვის გუნდმა 9:1 მოიგო აღნიშნული მონაკვეთი და მეტოქეს 23:25 მიუახლოვდა. ვიქტორ ნანიკიძემ ამ მონაკვეთში ორჯერ ეფექტურად ჩატენა. პირველი ტაიმი საბოლოოდ მაკედონიელთა სასარგებლოდ – 29:23 დასრულდა.
ჩვენი ნაკრებისთვის უსიამოვნო ფაქტი მოხდა მეორე მეოთხედში: ძირითადმა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ ერთ–ერთი შეტევისას ტრავმა მიიღო. მას მაკედონიელი მცველი ეუხეშა. ცინცაძემ მოედანი თანაგუნდელების დახმარებით დატოვა. რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, შესვენების შემდეგ გამოჩნდება.
მეორე ტაიმში ჩვენი ნაკრები მოედანზე რომ დაბრუნდა, ცინცაძე არ გამოჰყოლია. იგი მოგვიანებით შეუერთა ჩვენიანებს და ადგილი სათადარიგოთა სკამზე დაიკავა. იგორ კოკოშკოვის გუნდი ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა. გუნდის კაპიტანისა და ლიდერის – ზაზა ფაჩულიას შემდეგ გიორგი ცინცაძეც გამოაკლდა. ჩვენი ნაკრების ძირითადი გამთამაშებლის თამაში გამოირიცხა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა მონდომებით ითამაშეს და მეოთხე წუთისთვის დაწინაურებაც მოახერხეს – 37:35. თუმცა მაკედონიელებმა ჩვენი უკანახაზელის გამოთიშვით ბოძებული შანსი კარგად გამოიყენეს, რასაც ქართველი მსროლელების გამრუდებული მიზანიც დაემთხვა და მაკედონიელებმა სწრაფი გარღვევებითა და ზუსტი სროლებით მესამე მეოთხედის დასრულებამდე 1:30 წუთით ადრე 14–ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 52:38.
მარკიზ ჰაინსი
დარჩენილ დროში ჩვენმა გუნდმა ნატურალიზებული მარკიზ ჰაინსის დახმარებით ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა, თუმცა მაკედონიელთა ნატურალიზებულმა მაკალებმაც იხეირა და ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა 10–ქულიანი გახდა: 54:44.
ბოლო მეოთხედი ნიკოლოზ ცქიტიშვილის სამქულიანით გაიხსნა. სამწუხაროდ, მარკოიშვილმა მალევე მეოთხე პერსონალური მიიღო. საქართველოს ნაკრებმა დაცვაში თამაში გამოასწორა და შეტევაშიც იხეირა. შენგელიას გარღვევის შემდეგ ჩამორჩენა 6 ქულამდე შემცირდა – 49:54. 3 წუთზე მეტი გავიდა და მაკედონიას ბურთი არ ჩაუგდია. ქართველებმა აშკარად აჯობეს მაკედონიელებს და უპირატესობას ფლობენ. ცქიტიშვილი საჯარიმოს ხაზზე დგებადა ორივე სროლას აგდებს – 51:55. შენგელია დაცვაში ბურთს ჭრის, თუმცა შეტევაში ჯარიმდება და ჩამორჩენის შემცირების შანსს ხელიდან უშვებს. 4 წუთზე მეტი გავიდა და მაკედონიას ქულაც კი არ შეუმატებია. შენგელია 1 საჯარიმოს აგდებს და 52:54 საფინალო სირენამდე 5:40 წუთით ადრე.
მაკედინია ბოლო მეოთხედში პირველ ბურთს საფინალო სირენამდე 4:26 წამით ადრე აგდებს. ამას ჩვენების წამიერი დაბნევა მოჰყვა, მარკოიშვილს ბაკალებმა ჩაუჭრა და მოროგი ქულები შეიმატა – 58:52 დასრულებამდე 5:15 წუთით ადრე. შენგელია მორიგ გარღვევას აგვირგვინებს და ქართველები 4 ქულამდე ამცირებენ ჩამორჩენას. დაცვაში ჩვენები ბურთს იღებენ და სანიკიძე საჯარიმოს ხაზზე დგება. სამწუხაროდ, იგი ორივე სროლას აცილებს და მაკედონიას 4–ქულიანი ლიდერობა უნარჩუნდება. ვლადო ილიევსკიმ სამქულიანით მნიშვნელოვნად წინ წაწია მაკედონიელები – 61:54, თუმცა სანიკიძეც სამიანს აგდებს და 57:61 დასრულებამდე 2:26 წუთით ადრე.
ბო მაკალები მაკედონიის სულიც იყო და გულიც
ჩვენები შეტევაში ბურთს კარგავენ და მაკალები საჯარიმოებით ანგარიშს 63:57 ხდის. საჯარიმოებს აგდებს მარკოიშვილიც და დასრულებამდე 1:40 წუთით ადრე სხვაობა კვლავ 4 ქულაა. ბოლო წუთზე დრამა გათამაშდა. ცქიტიშვილმა ორქულიანით სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. ქართველები დაცვაში გამაგრდნენ და მაკალებს აიძულეს, შეტევაში დაჯარიმებულიყო, რის შემდეგაც ცქიტიშვილმა საჯარიმოს ხაზიდან ანგარიში გაათანაბრა – 63:63 საფინალო სირენამდე 16 წამით ადრე.
მაკედონიელებმა წუთშესვენება აიღეს. და ბოლო შეტევა დაგეგმეს. მეტოქემ ბურთი შემოიტანა თუ არა, ჩვენებმა პრესინგს მიმართეს, თუმცა მაკალებმა მაინც მიიღო ბურთი, ჩვენს სამწამიანში შეიჭრა და გამარჯვების ბურთი ჩააგდო. დასრულებამდე 2 წამი რჩებოდა, თუმცა წუთშესვენება აღარ გვქონდა და მარკიზ ჰაინსმა ალალ ბედზე ისროლა საკუთარი ნახევრიდან, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდა.
საქართველო 63:65 მაკედონია
12:13, 14:16, 18:25, 19:11
ცინცაძე 1
მარკოიშვილი 8
სანიკიძე 15
ცქიტიშვილი 20 ქულა, 10 მოხსნა
ვ. ბოისა 4
შერმადინი 1
შენგელია 7
ჰაინსი 6
გამყრელიძე 1
ა. ბოისა